შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” – დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
ოზი ოსბორნი და შერონ ოსბორნი
AXELLE/BAUER-GRIFFIN/FILMMAGIC

შერონ ოსბორნი Black Sabbath-ის ადრეული ჩანაწერების გამოქვეყნების წინააღმდეგია. მან საჯაროდ გააკრიტიკა ბენდის ყოფილი მენეჯერი ჯიმ სიმპსონი მის მიერ გავრცელებული პრესრელიზის შემდეგ, სადაც სიმპსონი ამტკიცებს, რომ ჩანაწერებზე იურიდიული უფლება სწორედ მას ეკუთვნის. საკითხი აქტუალური ოზი ოსბორნის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდა.

სიმპსონმა, რომელიც ბენდის მენეჯერი იყო მათი კარიერის დასაწყისში, სანამ ჯერ კიდევ Black Sabbath-ს დაირქმევდნენ, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ 1969 წლის დემოჩანაწერების გამოცემას გეგმავს. კოლექცია, სახელწოდებით Earth: The Legendary Lost Tapes, თავდაპირველი პროგნოზით ივლისში უნდა გამოსულიყო. პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა სიმპსონი ამტკიცებს, რომ მას ჩანაწერების გავრცელების უფლება აქვს. 

შერონი ამ საკითხს ინსტაგრამის ვრცელი და დეტალური პოსტით გამოეხმაურა. პოსტი მოიცავს ორ „სქრინშოთს” 2 ივლისის მეილიდან, რომელიც, მისი თქმით, სიმპსონს გაუგზავნა და რომელშიც ყოფილ მენეჯერს აფრთხილებს, რომ პროექტი ბენდის თანხმობის გარეშე არ დაძრას. 

„როგორც იცი, ბენდს არ სურს ამ ჩანაწერების გამოცემა, მით უმეტეს, რომ არც კი მოუსმენიათ, მიუხედავად შენი მტკიცებისა, რომ ისინი მათ დიდი ხნის წინ გაუგზავნე,” – წერს ოსბორნი. „შენ იცი, რომ Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება და შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ თუ ბენდის სურვილის წინააღმდეგ წახვალ, ჩვენ ნებისმიერ ზომას მივმართავთ იქ, სადაც მათი უფლებები დაირღვევა – აქაც და ამერიკაშიც.”

აღნიშნული დემოები მოიცავს ბენდის თავდაპირველი შემადგენლობის – ოზი ოსბორნი, ტონი იომი, გიზერ ბატლერი და ბილ უარდი – იმ ხანმოკლე პერიოდს, როცა ისინი Earth-ის სახელით უკრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის ჩანაწერები, უკვე დიდი ხანია, კოლექციონერების ინტერესის საგანია, ბენდი ისტორიულად მკაცრ კონტროლს ინარჩუნებდა ადრეულ კატალოგსა და არქივულ გამოცემებზე. 

გასული კვირა ოსბორნების ოჯახისთვის ინციდენტებით დატვირთული აღმოჩნდა. მანამდე შერონმა და მისმა შვილებმა კელი და ჯეკ ოსბორნებმა საჯაროდ გააკრიტიკეს როჯერ უოტერსი მას შემდეგ, რაც The Independent Ink-თან ინტერვიუში Pink Floyd-ის თანადამფუძნებელმა ოზის შესახებ დამამცირებელი კომენტარები გააკეთა. შერონმა უოტერსს „ერთ-ერთი ყველაზე ავადმყოფი ადამიანი” უწოდა. 

ამ ეტაპზე სიმპსონის პროექტი, როგორც ჩანს, შეჩერებულია, თუმცა შერონის პოსტი ერთგვარი სიგნალია ბენდის განზრახვისა, გაასაჩივროს ნებისმიერი გავრცელება, რომელიც მათთან არ იქნება შეთანხმებული. გადაუჭრელი იურიდიული საკითხებითა და გამოცემის თარიღის არარსებობით, ჩანაწერების მომავალი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

QUEMMEKH ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე – ბენდმა Revolver Music-თან კონტრაქტი გააფორმა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი SiriusXM სტუდია ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 15 ივლისი ემა მაკინტაირი/Getty Images

გულშემატკივრებმა მაილი საირუსის – Dream as One კვირის რჩეულ სიმღერად დაასახელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი