როსალიას Lux „ბილბორდის” ჩარტებს იპყრობს

ალბომი ლიდერია ტოპ ლათინური ალბომების, ტოპ ლათინური პოპალბომების, კლასიკური ალბომების, კლასიკური პოპულარული ალბომებისა და მსოფლიო ალბომების ჩარტებში.
როსალია
ALEX G. HARPER

როსალია ისტორიას წერს უპრეცედენტო წარმატებით – ის პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ლიდერის პოზიცია ერთდროულად „ბილბორდის” ხუთ ჩარტში მოიპოვა. მისი მეოთხე სტუდიური ალბომი Lux პირველ პოზიციას იკავებს ტოპ ლათინური ალბომების, ტოპ ლათინური პოპალბომების, კლასიკური ალბომების, კლასიკური პოპულარული ალბომებისა და მსოფლიო ალბომების ჩარტებში. ჩანაწერი ასევე მოხვდა Billboard 200-ის მეოთხე ადგილზე, რაც როსალიასთვის პირველი შესვლაა ჩარტის ტოპ ათეულში. მართალია, მას მანამდეც ჰქონია ლიდერი ალბომები ტოპ ლათინური პოპალბომების ჩარტში (El Mal Querer და Motomami), თუმცა Lux როსალიას პირველი პროექტია, რომელიც ტოპ ლათინური ალბომებისა და დანარჩენი ჩარტების პირველ პოზიციაზე მოხვდა. 

ტოპ ლათინური ალბომები: როსალიას საუკეთესო შედეგი აქვს ტოპ ლათინური ალბომების ჩარტში, სადაც Lux პირველ ადგილს იკავებს. ეს მომღერლის საუკეთესო შედეგია აღნიშნულ რეიტინგში, სადაც მანამდე ორჯერ იყო შესული: 2018 წელს მეათე პოზიციაზე ალბომით El Mal Querer და 2022 წელს მესამე პოზიციაზე ალბომით Motomami.

ესპანეთში დაბადებული პირველი ქალი, რომელიც ტოპ კლასიკური ალბომებისა და კლასიკურ პოპულარული ალბომების ჩარტის ლიდერი გახდა: მართალია, ამ ჩარტებში ლათინური ან ესპანური ფუძის მქონე არაერთი არტისტი მოხვედრილა, თუმცა ესპანეთში დაბადებულ ქალს აქამდე არასდროს მიუღწევია ჩარტების პირველ პოზიციამდე. კლასიკური ალბომების ჩარტის ლიდერები ყოფილან ცნობილი ესპანელი მუსიკოსები ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო, ასევე ვენესუელელი გუსტავო დუდამელი. 1997 წელს კარერასმა და დომინგომ პირველი პოზიცია მოიპოვეს კლასიკურ პოპულარული ალბომების ჩარტშიც. 

Lux-ის გამოსვლით კი როსალიამ ახალი მწვერვალი დაიპყრო და გახდა ესპანეთში დაბადებული და ძირითადად ლათინური მუსიკის შემსრულებელი პირველი ქალი,  რომელიც ორივე ჩარტის ლიდერი გახდა.

პირველი ესპანურენოვანი სოლო შემსრულებელი ქალი, რომელიც მსოფლიო ალბომების ჩარტის ლიდერი გახდა: ჯამში ცხრა მუსიკალურ აქტს, რომელიც საუბრობდა და მღეროდა ესპანურად, აქვს დაკავებული მსოფლიო ალბომების ჩარტის პირველი პოზიცია. მათ შორის არიან: კუბური ანსამბლი Buena Vista Social Club, ესპანელი არტისტი მანუ ჩაო, მექსიკური დუეტი Rodrigo y Gabriela, პიერტო-რიკოელი არტისტი Residente, მექსიკუელი მუსიკოსი სანტანა, ესპანური ჯგუფი Gipsy Kings, კოლუმბიელი პედრო რამაია ბელტრანი და პერუელი არტისიტები რიკარდო დელგადო და მარიო მენდოზა. ალბომით Lux კი როსალია გახდა პირველი ესპანურენოვანი სოლო ქალი შემსრულებელი, რომელმაც მსოფლიო ალბომების 25-ადგილიან რეიტინგში ლიდერობა მოიპოვა. 

ლათინური პოპარტისტის ერთდროულად ყველაზე მეტი სიმღერა ლათინური სიმღერების ჩარტში ერთი წლის განმავლობაში: როსალია ლათინური პოპაქტების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ლათინური სიმღერების ჩარტში 11 სიმღერის ერთდროულად მოხვედრით. აქამდე მხოლოდ ერთ ლათინურ არტისტს ჰქონდა მსგავსი შედეგი –  Kali Uchis-ს, რომლის 14 სიმღერა შევიდა ჩარტში 2024 წლის იანვარში.

გთავაზობთ როსალიას Lux-ის სიმღერებს, რომლებიც ლათინური სიმღერების 22 ნოემბრით დათარიღებულ ჩარტში მოხვდა:

No. 3, “La Perla,” Yahritza y Su Esencia
No. 10, “Reliquia”
No. 13, “Sexo, Violencia y Llantas”
No. 15, “Porcelana”
No. 17, “Dios Es Un Stalker”
No. 23, “La Yugular”
No. 25, “De Madrugá”
No. 26, “Mundo Nuevo”
No. 28, ‘Sauvignon Blanc”
No. 30, “La Rumba Del Perdón,” with Estrella Morente & Silvia Pérez-Cruz
No. 36, “Magnolias”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard მკითხველს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

შემდეგი სტატია

გაეცანით Billboard 200-ის ჩარტში შესულ 2025 წლის N1 ალბომებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი