Billboard მკითხველს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

Billboard მუსიკის ან არტისტების პოპულარიზაციის სანაცვლოდ არ ითხოვს რაიმე სახის ანაზღაურებას.
Billboard
Billboard

ამერიკული Billboard განცხდებას აცრცელებს. როგორც სტატიაშია მითითებული, გამოცემისათვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული პირები, სავარაუდო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური სქემისათვის, Billboard-ის სახელსა და სავაჭრო ნიშნებს იყენებენ. ეს არ წარმოადგენს ლეგიტიმურ საქმიანობას და არანაირი კავშირი არ აქვს Billboard-თან.

„თუ თქვენ ამგვარი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდით, რეკომენდებულია, რომ მიმართოთ ინტერნეტდანაშაულთან ბრძოლისთვის შექმნილ ცენტრს (IC3) მის ოფიციალურ ვებგვერდზე,” – ვკითხულობთ გამოცემის მიერ გოქვეყნებულ განცხადებაში.

Billboard მუსიკის ან არტისტების პოპულარიზაციის სანაცვლოდ არ ითხოვს რაიმე სახის ანაზღაურებას. ვებგვერდები და სოციალური მედიის არხები, რომლებიც კრიპტოვალუტაში გადახდის სანაცვლოდ მუსიკოსებს გაშუქებას ჰპირდებიან, არ არიან გამოცემასთან დაკავშირებული. 

დადასტურებული თაღლითური მაგალითებია: musicpromobillboard.com/login და musicpromobillboard.com/register.

იგივე ეხება ნებისმიერ „კომპანიას“, რომელიც თავს Billboard-ს ან Billboard International, LLC-ს უწოდებს და ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში ფასიანი გაშუქებისთვის რეგისტრაციას გთავაზობთ.   

როგორც Billboard განმარტავს, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. სოციალური მედიის თაღლითები წლების განმავლობაში წარადგენენ საკუთარ თავს Billboard-ის კონტრიბუტორებად, იყენებენ რეალური ავტორების ფოტოებს, ბიოგრაფიულ ინფორმაციას და უკავშირდებიან კერძო პირებსა და მუსიკოსებს – ყველაზე ხშირად დამწყებ არტისტებს – და თანხის გადახდის სანაცვლოდ მედიაგაშუქებას სთავაზობენ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Billboard-ს არ აქვს უფლება უშუალოდ დაბლოკოს სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც ბრენდის სახელს ითვისებენ. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და მსგავსი თაღლითური სქემების თავიდან აცილება.

Billboard-ის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია პლატფორმის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის არის ხელმისაწვდომი. 

გამოცემა ასევე ასახელებს იმ ვებ-გვერდების მისამართებს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში არსებობენ, თუმცა არავითარ კავშირში არ არიან Billboard-თან და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენენ:

https://musicpromobillboard.com
https://bill-board-ppc.com/login
https://bill-board-ppc.com/login

http://billboardaispace.com/

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ნაწილია და შესაძლოა არსებობდეს სხვა მსგავსი ვებგვერდებიც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard JAPAN-მა წიგნების პირველი ჩარტი წარადგინა

შემდეგი სტატია

როსალიას Lux „ბილბორდის” ჩარტებს იპყრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი