Billboard JAPAN-მა წიგნების პირველი ჩარტი წარადგინა

ეს პროექტი ასევე Billboard-ის გლობალური ბრენდის ისტორიაში პირველ ოფიციალურ წიგნის ჩარტს წარმოადგენს.
Billboard Japan Book Chart

Billboard JAPAN, რომელსაც Hanshin Contents Link მართავს და რომელიც იაპონიაში Billboard-ის ბრენდის ოფიციალურ ლიცენზიას ფლობს, წიგნების ჩარტის პროექტს წარადგენს. ეს იაპონიაში წიგნების პირველი ყოვლისმომცველი ჩარტია და აერთიანებს ბეჭდური წიგნების გაყიდვებს, ელექტრონული წიგნების გაყიდვებს და ბიბლიოთეკებიდან გაცემის მონაცემებს.

წლების განმავლობაში Billboard JAPAN იყენებდა Billboard Hot 100-ის გამოცდილებას მრავალმეტრიკული მუსიკალური ჩარტების შესაქმნელად. სხვადასხვა მონაცემზე დაფუძნებული ჩარტები ასახავს სიმღერების გავრცელების რეიტინგს – თუ როგორ აღწევს მუსიკა მსმენელამდე და როგორ იღებს მას აუდიტორია. 

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის ინდუსტრაში წლებია, არსებობს ფიზიკური და ციფრული გაყიდვების კომბინაციაზე აგებული ყოვლისმომცველი ჩარტები, იაპონიის საგამომცემლო სექტორში აქამდე მსგავსი სისტემა არ ყოფილა. პროექტი ასევე წარმოადგენს Billboard-ის გლობალური ბრენდის ისტორიაში პირველ ოფიციალურ წიგნის ჩარტს. წიგნების რეიტინგის შედეგების გამოთვლის მეთოდოლოგია ეფუძნება Billboard-ის უკვე არსებული, მრავალმეტრიკული მუსიკალური ჩარტების პრინციპს და იყენებს საჯაროდ ხელმისაწვდომ საბაზრო მონაცემებს. ის ასევე მოიცავს ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას. ჩარტები ყოველ ხუთშაბათს გამოქვეყნდება და დაეყრდნობა ორშაბათიდან კვირის ჩათვლით შეგროვებულ მონაცემებს.

დეკემბერში Billboard JAPAN გეგმავს, დაამატოს ახალი სოციალური მედიის მეტრიკაც, რომელიც მოიცავს ონლაინ ჩართულობის ინდიკატორებს, მათ შორის წიგნებთან დაკავშირებული ბლოგების და სერვისზე დაფუძნებული პლატფორმების ნახვების რაოდენობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩარტის ყოვლისმომცველ ხასიათს.

გარდა ამისა, Billboard JAPAN აწარმოებს ანალიტიკურ პლატფორმას – CHART insight, რომელიც აქამდე მუსიკალურ ჩარტებში გამოიყენებოდა და Billboard JAPAN-ის შემთხვევაში უკვე წიგნების კატეგორიებზეც გავრცელდება. მომავალში Billboard JAPAN მიზნად ისახავს გლობალური წიგნის ჩარტის – Global Book Chart-ის გაშვებასაც, რომელიც ასახავს იაპონური წიგნების საერთაშორისო გავრცელებას და პოპულარობას.

იხილეთ ჩარტების კატეგორიები და მათი შედეგები: 

JAPAN Book Hot 100 Top (10 პოზიცია)

(ჩარტის თარიღი: 6 ნოემბერი, 2025)

  1. “Hen na Chizu” – Uketsu

  2. “Jibaku Shōnen Hanako-kun Vol. 25” – AidaIro

  3. “Kingdom Vol. 77” – Yasuhisa Hara

  4. “Kizu Mono no Hanayome Vol. 9” – Midori Yūma

  5. “BLUE GIANT MOMENTUM Vol. 6” – Shinichi Ishizuka

  6. “SPY×FAMILY Vol. 16” – Tatsuya Endō

  7. “Gēmu Chishiki de Saikyō ni Natta Mobu Heishi wa, Shin no Jitsuryoku o Kakushitai Vol. 2” – Eito Futatoki

  8. “Gēmu Chishiki de Saikyō ni Natta Mobu Heishi wa, Shin no Jitsuryoku o Kakushitai Vol. 1” – Eito Futatoki

  9. “Chōshokukai Vol. 10” – Takumi Kobayashi

  10. “Einen Koyō wa Kanō Deshō ka Vol. 5” – Risa Nashikawa

ჟანრული ჩარტები

იაპონიის საგამომცემლო ინდუსტრიის მზარდი გლობალიზაციის გათვალისწინებით, Billboard JAPAN გამოუშვებს ჩარტებს ჟანრებისა და ეპოქების მიხედვით. ეს სპეციალიზებული ჩარტები მთავარ რეიტინგს ეფუძნება და ქმნის სურათს, თუ როგორია სხვადასხვა ტიპის წიგნების კითხვის მაჩვენებელი კატეგორიებისა და ეპოქების მიხედვით.

Hot Bungei Books (10 პოზიცია)

 (ჩარტის თარიღი: 6 ნოემბერი, 2025)

  1. “Hen na Chizu” – Uketsu

  2. “Naruse wa Tenka o Tori ni Iku” – Mina Miyajima

  3. “Cafuné” – Akiko Abe

  4. “Kinki no Ko” – Mio Yamaguchi

  5. “Naruse wa Shinjita Michi o Iku” – Mina Miyajima

  6. “Kokuhō (Jōkan)” – Shūichi Yoshida

  7. “Spinoza no Shinsatsushitsu” – Sōsuke Natsukawa

  8. “Ichijigen no Sashiki” – Ryūnosuke Matsushita

  9. “Babayaga no Yoru” – Akira Ōtani

  10. “Sayonara Jabberwock” – Kōtarō Isaka

კატეგორიებს შორის ასევე ვხვდებით ისეთ ჩარტებს, როგორებიც არის: მანგას ჟანრული ჩარტი; პოლიტიკისა და ეკონომიკის წიგნების ჩარტი; კულტურისა და ხელოვნების წიგნების ჩარტი. 

მაიკ ვანი, Billboard-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი:

„როგორც 130-წლიანი ისტორიის მატარებელი მედია ბრენდი, Billboard ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკაში ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე ჩარტების შექმნის კულტურით. Billboard JAPAN-ის წიგნების ჩარტის გაშვება არის ინოვაციის გაგრძელება – ახალი გზა, რომლითაც მომხმარებელს კულტურული არეალის უკეთ გაგებაში ვეხმარებით. მუსიკა ჩვენი ბრენდის ბირთვია – ის ძაფია, რომელიც ყველაფერს აკავშირებს. ეს ინიციატივა კი კიდევ ერთ მიმართულებას სძენს ჩვენს საქმიანობას, გავზომოთ გასართობი ინდუსტრიის პულსი და დავინახოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ბრენდი.”

სილვიო პიეტროლუონგო, Billboard-ის EVP, ჩარტებისა და მონაცემთა პარტნიორობების მიმართულება:

„Billboard JAPAN-ის წიგნების ჩარტის გაშვება პირველი მსგავსი პრაქტიკაა იაპონიაში და ეს ასევე ახალი, მნიშვნელოვანი თავია Billboard-ის ჩარტების ევოლუციაში. წიგნები, როგორც მუსიკა, კულტურულ სივრცეს წარმოადგენს, რომლებიც ადამიანის პირად და საერთო გამოცდილებებს გამოხატავს. იმედია, წიგნების ჩარტი წარმოაჩენს იმ იაპონურ ნამუშევრებს, რომლებთანაც ყველაზე ძლიერი კავშირი აქვს მკითხველს.“

სეიჯი ისოზაკი, Hanshin Contents Link-ის Billboard-ის დეპარტამენტის უფროსი გენერალური მენეჯერი:

„15 წელზე მეტი გავიდა, რაც მუსიკალური ჩარტების შექმნა უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ დამაწყებინა. ამავე იმპულსმა წარმოშვა ახალი წიგნის ჩარტიც. დიდი განხილვის შემდეგ ეს ხედვა ფორმას იღებდა და იგივე მღელვარება დამეუფლა, რაც მუსიკალური ჩარტების განახლებისას მაქვს. თუ ახალი ჩარტით ამ განცდას ბევრ ადამიანს გადავცემთ, პირველი ნაბიჯი უკვე წარმატებული იქნება. ფიზიკური მაღაზიების, ელექტრონული კომერციის პლატფორმების, ციფრული სერვისების, ბიბლიოთეკებისა და სოციალური ქსელების მონაცემების გაერთიანებით, ვცდილობთ მრავალმხრივად დავინახოთ „რა ხდება ახლა“ შემოქმედებით სამყაროში. ამ გზით, იაპონიაში შექმნილ ახალ სტანდარტს მსოფლიოსაც გავუზიარებთ.“

ჩარტის მონაცემები ყოველ ხუთშაბათს განახლდება. 

ჩარტების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს” ახალი სიცოცხლე

შემდეგი სტატია

Billboard მკითხველს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი