ნახეთ სინთია ერივოს ემოციური შეხვედრა თავისი ძველი სკოლის მოსწავლეებთან

მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს მისი კარიერის ყველაზე დიდებული მომენტი იყო.
სინთია ერივო ფილმ Wicked-ის პრემიერაზე. 2024 წლის 14 ნოემბერი, ნიუ-იორკი.
THEO WARGO/GETTY IMAGES

სინთია ერივო თავის ძველ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს შეხვდა. BBC Radio 1-ის მიერ 18 ნოემბერს გაზიარებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შედის ერივო აუდიტორიაში, სადაც ბავშვები გაოცებითა და სიხარულის ცრემლებით ხვდებიან. ამ დროს მოსწავლეები For Good-ს ასრულებდნენ. ისინი უცებ შეჩერდნენ, როცა მსახიობი დაინახეს. ამ რეაქციების ფონზე ჩანს, რომ ვარსკვლავი ცრემლებს ვერ იკავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები For Good-ს სპეციალურად მისთვის მღერიან.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ერივოსთვის კითხვები დაესვათ. ერთმა ჰკითხა, რა იყო მისი კარიერის ყველაზე დიდებული მომენტი. მსახიობმა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა: „აი, ეს“.

ვიდეო სრულდება იმით, რომ ერივო ბავშვებთან ერთად For Good-ს მღერის, რის შემდეგაც ისინი სთხოვენ, ფილმიდან მისი ცნობილი შეძახილი გაიმეოროს და ერივოც სიხარულით ასრულებს მათ სურვილს.

ეს მომენტი Wicked: For Good-ის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ფილმი 21 ნოემბერს გამოვა. მეორე ნაწილი ეპიკური მიუზიკლის ფინალია, რომლის პირველი ნაწილის პრემიერა 2024 წლის ნოემბერში შედგა. 

პირველმა ფილმმა ოსკარის ჯილდოები დაიმსახურა საუკეთესო კოსტიუმებისა და საუკეთესო ფროდაქშენ დიზაინის კატეგორიებში, ხოლო ერივოს სამსახიობო შესრულება საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციითაც აღიარეს. 

ნახეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელა ლენგლი და რაილი გრინი 59-ე ყოველწლიურ CMA დაჯილდოებაზე, 2025 წლის 19 ნოემბერი, ნეშვილში, ტენესის შტატში. ჯეისონ კემპინი/Getty Images

ნახეთ 2025 CMA Awards-ის გამარჯვებულთა სია

შემდეგი სტატია

Doja Cat მისი ტურნეს პირველი კონცერტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს: „თქვენ არტისტი არ ხართ, თქვენ მაყურებელი ხართ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი