Doja Cat მისი ტურნეს პირველი კონცერტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს: „თქვენ არტისტი არ ხართ, თქვენ მაყურებელი ხართ”

მომღერალმა მსოფლიო ტურნე ახალი ზელანდიით დაიწყო.
Doja Cat
GILBERT FLORES

Doja Cat მსოფლიო ტურნეში Ma Vie გაემგზავრა. ტურნე სამშაბათს ახალ ზელანდიაში დაიწყო და უკვე დაიმსახურა გულშემატკივრის კრიტიკა.

როგორც აღმოჩნდა, ზოგი ფანი უკმაყოფილო დარჩა პირველი კონცერტის ვიდეოებით, ასევე შენიშვნები ჰქონდათ კოსტიუმების ცვლილების, სცენის დიზაინის, ვიზუალისა და შოუს დრამატურგიის მიმართაც. 

„ცუდად არ ვამბობ, მაგრამ Vie ტურნე იგივე Scarlet -ია განსხვავებული კოსტიუმებით,” – დაწერა ერთ-ერთმა ფანმა, მეორემ კი იმედი გამოთქვა, რომ მუსიკოსი კრიტიკას გაითვალისწინებდა. თუმცა გრემის მფლობელმა არტისტმა მას უპასუხა: „არ გავითვალისწინებ და არც მჭირდებით.”

დოჯამ უპასუხოდ არც სხვა კომენტარები დატოვა: „მე ვაკეთებ მუსიკას მათთვის, ვინც მუსიკით ტკბება. მე არ ვარ ბროდვეის შოუ.”

მომღერალმა კიდევ რამდენიმე ფანს უპასუხა, რომლებიც მის ტურნეზე კრიტიკულ შეფასებებს წერდნენ: „მე არ ვარ თქვენი კოსტიუმირებული მაიმუნი, ჩემი ტემპი მაქვს და ყოველ ღამე წელში ვწყდები. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი უსარგებლო აზრი თქვენთვის დაიტოვოთ. თქვენ არ ხართ არტისტი, თქვენ მაყურებელი ხართ.”

როგორც ჩანს, დოჯას ტურნესთვის საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს შედგენილი ჯამში 27 სიმღერით, რომელიც მის დისკოგრაფიას მოიცავს. 2026 წელს მომღერალი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრება, შემდეგ ევროპაში, ოქტომბერში კი აშშ-ში დაბრუნდება. 

30 წლის მუსიკოსი კვლავ აქტუალურია ჩარტებში. ის უკვე მეთორმეტედ გახდა „ბილბორდის” რადიოჩარტის ლიდერი სიმღერით Jealous Type, რომელიც მანამდე მეოთხე ადგილს იკავებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ სინთია ერივოს ემოციური შეხვედრა თავისი ძველი სკოლის მოსწავლეებთან

შემდეგი სტატია

მუსიკალურმა მენეჯერმა კლაივ დევისმა და კომპოზიტორმა მარკ რონსონმა სტუდენტებს არეტა ფრანკლინზე, ჯონ ლენონზე და ემი უაინჰაუსზე ისტორიები გაუზიარეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი