მუსიკალურმა მენეჯერმა კლაივ დევისმა და კომპოზიტორმა მარკ რონსონმა სტუდენტებს არეტა ფრანკლინზე, ჯონ ლენონზე და ემი უაინჰაუსზე ისტორიები გაუზიარეს

მარკ რონსონი და კლაივ დევისი. 2025 წლის 18 ნოემბერი, ნიუ-იორკი.
LARRY BUSACCA

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ ინდუსტრიის ცნობილი პროდიუსერის და მენეჯერის, კლაივ დევისისა და კომპოზიტორ მარკ რონსონის მონაწილეობით გამართულ სპეციალურ შეხვედრას კითხვა-პასუხის ფორმატში. ღონისძიებაზე წარმატებულმა პროდიუსერებმა კარიერულ გამოცდილებასა და სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობის ისტორიებზე ისაუბრეს. მათ გაიხსენეს თანამშრომლობები სხვადასხვა დეკადის ისეთ დიდ არტისტებთან, როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი და ადელი.

18 ნოემბერს Tisch School of the Arts/Clive Davis Institute of Recorded Music-ის რამდენიმე ასეულმა ინდუსტრიის ლიდერმა, არტისტმა, პედაგოგმა და სტუდენტმა ასევე ექსკლუზიურად იხილა ფილმი, რომელიც დევისის ლეგენდარულ კარიერას ასახავს – იმ გზას, რომელზეც ის გადაიკვეთა ბილი ჯოელთან, პეტი სმიტთან, უიტნი ჰიუსტონთან. ფილმის შემდეგ დევისსა და რონსონს შორის კითხვა-პასუხის ფორმატის პანელ-დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორიც ენტონი დექურტისი იყო.

დევისსაც და რონსონსაც დაწერილი აქვთ გახმაურებული მემუარები საკუთარ კარიერაზე, თუმცა ამ საღამოს საუბრის დიდი ნაწილი სტუდენტებისთვის სრულიად ახალ ან ნაკლებად ცნობილ ისტორიებს შეეხო. 

დევისს უწოდებენ „ადამიანს ოქროს ყურით“. საინტერესოა ისიც, რომ ის არასდროს ფოკუსირდებოდა ერთ ჟანრზე და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის დიდ სახელებთან იყო დაკავშირებული.

დევისმა აუდიტორიას უამბო ისტორია, როგორ ხსნიდა ჯონ ლენონი, რომ მუსიკის შესაქმნელად რადიოს მოსმენა არ სჭირდებოდა: „თქვენ გგონიათ, პიკასო გალერეებში დადიოდა და უყურებოდა, სხვები რას ხატავენ?“ – ამბობდა ის. 

რონსონმაც გაუზიარა რჩევები ახალგაზრდებს: სტუდენტებს უთხრა, რომ მხოლოდ მაშინ შეძლო კარიერული ტრიუმფი (რა თქმა უნდა, ემი უაინჰაუსთან ერთად მუშაობისას), როცა ტენდენციების დევნას თავი დაანება და იმ მუსიკაზე ფოკუსირდა, რომელიც თავად უყვარდა. 

უიტნი ჰიუსტონიც დევისმა აღმოაჩინა და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრად დარჩა, თუმცა კითხვაზე –  „არეტა თუ უიტნი?“ – დევისმა პასუხი თავიდან აირიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სრულიად განსხვავებული კარიერული ტრაექტორია აქვს, მათმა შეხვედრამ სტუდენტებამდე ერთი მთავარი გზავნილი მიიტანა:  იქნები მომღერალი, კომპოზიტორი თუ მენეჯერი – უნდა იცოდე, როდის იარო წინ, როდის შეჩერდე და როდის მიიღო „მარცხი”, რადგან, როგორც დევისმა და რონსონმაც არაერთხელ დაამტკიცეს, შეიძლება წააგო ერთი ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული დარჩე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat მისი ტურნეს პირველი კონცერტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს: „თქვენ არტისტი არ ხართ, თქვენ მაყურებელი ხართ”

შემდეგი სტატია

„ბილბორდ იტალიის” Women in Music 2025-ის სრული პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი