ფილმი The Moment მუსიკოს Charli xcx-ის და მისი ალბომის – Brat-ის ეპოქის ალტერნატიულ ვერსიას აჩვენებს

ფილმში ასევე მონაწილეობს კაილი ჯენერი.
Charli xcx
The Moment

Charli xcx-ის შემოქმედებითი იდეები ფილმად იქცა. A24-მა The Moment-ის პირველი ტრეილერი წარადგინა, რომელშიც ბრიტანელი პოპვარსკვლავი თავის გამოგონილ ვერსიას თამაშობს. თიზერში გამოყენებულია როგორც არტისტის სასცენო სახელი, ისე მისი 2024 წლის ალბომი – Brat. ვიდეოში ჩარლი ემზადება თავისი პირველი მსოფლიო ტურნესთვის, პარალელურად კი პოპულარობით გამოწვეულ ზეწოლას უმკლავდება.

„როცა ვიგრძენი, რომ ხალხი ჩემით დაინტერესდა, სხვა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა,“ – ამბობს Charli xcx ტრეილერში. „Brat-ზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო.“

2026 წელი ჩარლისთვის საკმაოდ აქტიური კამპანიის პერიოდი იქნება. არტისტის შესახებ აიდენ სამირის მიერ გადაღებული ფილმი კინოთეატრებში 30 იანვარს გამოვა.

ფილმში ჩარლისთან ერთად მონაწილეობენ The Idol-ის რეიჩელ სენოთი, მსახიობი ალექსანდერ სკარსგარდი და კაილი ჯენერი. The Moment სამირის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია. პროექტში Charli xcx პროდიუსერის სტატუსითაც არის ჩართული.

რაც შეეხება მის სხვა კინოპროექტებს,  Charli xcx-მა ემერალდ ფენელის „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ეკრანიზაციისთვის რამდენიმე სიმღერაც დაწერა. პირველი მათგანი – House კლიპთან ერთდ ნოემბრის დასაწყისში გამოვიდა. 33 წლის არტისტი სხვა დაანონსებულ ფილმებშიც მონაწილეობს, მათ შორის დენიელ გოლდჰეიბერის Faces of Death-ის ახალ ვერსიაში.

იხილეთ The Moment-ის ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Michael Buble Evaan Kheraj

მაიკლ ბუბლეის ალბომი Christmas Billboard-ის სადღესასწაულო ალბომების ჩარტში პირველ პოზიციაზე ბრუნდება

შემდეგი სტატია

როგორ იქცა ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ნიშნობა კემბრიჯის ლექსიკონის “წლის სიტყვის” შთაგონებად

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი