როგორ იქცა ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ნიშნობა კემბრიჯის ლექსიკონის “წლის სიტყვის” შთაგონებად

კემბრიჯის ლექსიკონმა „წლის სიტყვად“ ტერმინი „parasocial“ აირჩია, რომელიც აღნიშნავს იმ განცდას, როცა ადამიანს უჩნდება ერთგვარი კავშირი ცნობილ ფიგურასთან, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ იცნობს.
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი
PATRICK SMITH/GETTY IMAGES

2025 წლის ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი პოპკულტურული მოვლენა ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობა იყო – ამბავი, რომელმაც სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი ხმაური გამოიწვია. სწორედ ამ მასშტაბურმა ემოციურმა რეაქციამ განაპირობა, რომ კემბრიჯის ლექსიკონმა „წლის სიტყვად“ ტერმინი „parasocial“ აირჩია.

კემბრიჯის განმარტებით, „parasocial“ აღნიშნავს იმ განცდას, როცა ადამიანს უჩნდება ერთგვარი კავშირი ცნობილ ფიგურასთან, მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად საერთოდ არ იცნობს. როგორც  კემბრიჯის ლექსიკონის სპეციალისტები აღნიშნავენ, აგვისტოში სვიფტისა და კელსის ნიშნობის გაშუქებამ ამ ტერმინის ძიების მაჩვენებელი რეკორდულად გაზარდა – ფანები ხუმრობით წერდნენ: „ვცდილობ, parasocial არ გავხდე.”

ტერმინის შერჩევაზე 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ჩატბოტების განვითარებამ და მოხმარების მაჩვენებელმაც იმოქმედა. თუმცა ყველაზე დიდი ტალღა მაინც 26 აგვისტოს აგორდა, როცა სვიფტმა და კელსიმ ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტს ერთ საათში 14 მილიონზე მეტი მოწონება დაუგროვდა. ფოტოები წყვილმა ასე დაასათაურა: „თქვენი ინგლისურის და ფიზკულტურის მასწავლებლები ქორწინდებიან.“

თითქმის ორი ათეული წელია, ფანები უსმენენ ტეილორ სვიფტს, როგორ მღერის  სიყვარულისგან მიყენებული გულის ტკენის, წარუმატებლობების და ოცნებების შესახებ. ამიტომაც მის „საოცნებო ფინალს“, რომელმაც ბევრს 2008 წლის ჰიტი – „Love Story“ გაახსენა, განსაკუთრებული ემოცია ახლდა. „ჩემი ახლო და პირადი მეგობარი ტეილორის გამო უბედნიერესი ვარ!“ – დაწერა ერთმა ფანმა.

კემბრიჯის ლექსიკონი „წლის სიტყვას“ 2015 წლიდან ირჩევს. 2024 წლის გამარჯვებული იყო „manifest“, ხოლო 2023-ის – „hallucinate“. 2025 წლის ფინალისტებს შორის ასევე აღმოჩნდა სიტყვები – „pseudonymization“ და „memeify“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილმი The Moment მუსიკოს Charli xcx-ის და მისი ალბომის – Brat-ის ეპოქის ალტერნატიულ ვერსიას აჩვენებს

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძე მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს – ნახეთ კლიპის თიზერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი