ნინი ნუცუბიძე მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს – ნახეთ კლიპის თიზერი

ვიდეოკლიპის პრემიერა 25 ნოემბერს გაიმართება.
ნინი ნუცუბიძე – „ვღელავ”
Break Records IG

სოციალურ ქსელში ნინი ნუცუბიძის ახალი ვიდეოს თიზერი გავრცელდა. კლიპის ფრაგმენტს Break Records აქვეყნებს. „ვღელავ” – ასე ჰქვია დაანონსებულ სიმღერას და მასზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს, რომლის პრემიერაც 25 ნოემბერს გაიმართება. 

ნინი ნუცუბიძე  მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედება რამდენიმე სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, მათ შორის: Soul-ს, R&B-ს, Hip-Hop-ს, Experimental-სა და Glitch-ს.  სხვადასხვა დროს ის განათლებას იღებდა ისეთ სახელოვნებო სასწავლებლებში, როგორებიც არის: Institute of the Arts Barcelona, Saint Louis College of Rome. Currently is getting a bachelor’s degree in Catalyst Institute for Creative Arts and Technology.

2024 წელს ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. Billboard Women in Music-ის ისტორიაში ეს პირველი შენთხვევა იყო, როცა დაჯილდოების სიაში ქართველი ქალი მუსიკოსი დასახელდა. 

2025 წლის ოქტომბერში ნინი ნუცუბიძე მუსიკოსი ქალი პროდიუსერის ჯილდოს (Female Producer Prize) მფლობელიც გახდა. ღონისძიება ყოველწლიურად გერმანიაში Sony Music Germany-სა და Music Women Germany-ს ორგანიზებით იმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ იქცა ტეილორ სვიფტის და ტრევის კელსის ნიშნობა კემბრიჯის ლექსიკონის “წლის სიტყვის” შთაგონებად

შემდეგი სტატია

ანა სიხარულიძე - ფოტოს ავტორი - Cody Nailor/ CLOUTIER - კოდი ნეილორი/კლოწიე

მონპელიეს ფესტივალ Cœur de Ville en Lumières 2025-ის ფარგლებში ქართველმა არტისტმა ანა სიხარულიძემ შემოქმედებით გუნდთან ერთად იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი