ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ნატ კინგ კოლისა და ნატალი კოლის სტიპენდიას წარადგენს

75 000 დოლარის ოდენობის სტიპენდიის პირველი მფლობელი პარის პინეირო გახდა.
ტიმოლინ და კეისი კოლები

ბერკლის მუსიკის კოლეჯმა დაასახელა პირველი სტუდენტი, ვინც ნატ კინგ კოლისა და ნატალი კოლის პირველ სტიპენდიას მიიღებს და ეს პარის პინეიროა. 75 000 დოლარის ოდენობის სტიპენდია ნატალი კოლის ფონდმა და ნატ კინგ კოლის „იმედის თაობამ” ერთობლივად დააწესა. ის ნატალის 75 წლის იუბილესა და მამა-შვილის შემოქმედებასა და მემკვიდრეობას ეძღვნება.

„ბილბორდისთვის” გაზიარებულ ერთობლივ განცხადებაში ტყუპი დები კეისი და ტიმოლინ კოლები ამბობენ: „ჩვენი მამა და და ცნობილი იყვნენ მათი ვოკალური შესაძლებლობებითა და ემოციური შესრულებით, მიუხედავად იმისა, რომ მამა ხშირად იჩემებდა, რომ ის, პირველ რიგში, პიანისტი იყო. მათი თავდადება ვოკალური შემოქმედების მიმართ არის ერთ-ერთი ის მიზეზი, რის გამოც ასე გვიხარია, რომ პირველი სტიპენდიანტი სწორედ პარისი გახდა. ის ნიჭიერი მომღერალი და სამაგალითო სტუდენტია და პატივი გვაქვს, ამ სტიპენდიის საშუალებით ჩვენი ოჯახის მემკვიდრეობა მომავლის ხმას დავუკავშიროთ.” 

პინეირო, რომელიც ბერკლის კოლეჯის მეორე კურსზეა, მოღვაწეობს სასცენო სახელით Paris Dior და სწავლობს მუსიკის ბიზნეს/ მენეჯმენტსა და შესრულებას. „ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აღიარება, ეს ასახავს ყველა გათენებულ ღამეს, ყველა სირთულესა და ყველა მომენტს, როცა ჩემს ეჭვებზე გავიმარჯვე. ეს მახსენებს, რომ მაშინაც კი, როცა გზა დაუძლეველი ჩანს, შეუპოვრობას შეუძლია რაღაც დაუვიწყარ ადგილამდე მიგიყვანოს. მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა იმისთვის, რომ ამ სტიპენდიის პირველ მფლობელად მე ამირჩიეს. ეს მოულოდნელი პატივი იყო და მადლიერებით მავსებს. მადლობელი ვარ ნატალი კოლის ფონდისა და ნატ კინგ კოლის „იმედის თაობის” იმისთვის, რომ ჩემი პოტენციალი დაიჯერეს და ინვესტიცია ჩადეს ჩემში.”

ჯაზ- და პოპვოკალისტი, ასევე პიანისტი ნატ კინგ კოლი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Mona Lisa, Nature Boy და საშობაო კლასიკა The Christmas Song. მის ქალიშვილ ნატალის კი კარიერის განმავლობაში ცხრა გრემი აქვს მოგებული, მათ შორისაა საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაცია.  მისი რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს This Will Be, I’ve Got Love on My Mind და Unforgettable – 1991 წლის დუეტი მამასთან ერთად.

„დიდი პრივილეგიაა, ნატ კინგ კოლისა და ნატალი კოლის პირველი სტიპენდიის ნაწილად ყოფნა, რომელიც პატივს მიაგებს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი არტისტების მემკვიდრეობას,” – აღნიშნა ფილ ლიმამ, ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელმა. „ეს სტიპენდია პარისისთვის განათლებისა და კარიერის უამრავ კარს გახსნის. გვიხარია, რომ მომავალ წლებში ასეთი საშუალება ბერკლის კიდევ ბევრ სხვა მუსიკოსს მიეცემა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Liquid Archive - მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი

Liquid Archive  –  ახალი მუსიკალური კოლექტივი, რომლის წევრებიც ნიკო თევზაძე, ნიკიტა ანთელავა და ბაჩო სვანიძე არიან

შემდეგი სტატია

Tergi to Hudson Jazz Festival

ნიუ-იორკი პირველ ქართულ ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი