Liquid Archive  –  ახალი მუსიკალური კოლექტივი, რომლის წევრებიც ნიკო თევზაძე, ნიკიტა ანთელავა და ბაჩო სვანიძე არიან

„ჩვენთვის Liquid Archive არის კოლექტივი, რომელიც სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აუდიო-ვიზუალურ არქივს აგროვებს.”
Liquid Archive - მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი
Liquid Archive – მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი

Liquid Archive  – ახალი მუსიკალური კოლექტივია,  რომელიც 2025 წელს ჩამოყალიბდა. გუნდის წევრების თქმით, ეს ერთგვარი მუსიკალური კომუნიკაციის არხია, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებების გაზიარებით ვიზუალური და ხმოვანი იმპულსები ერთიანდება. 

პროექტის წევრები არიან: ნიკო თევზაძე –  დიზაინერი, დიჯიტალ არტისტი და ყოფილი გრანჟ ბენდის ბასისტი, ნიკიტა ანთელავა  –  მხატვარი, რომელიც ბოლო წლებში მუსიკით დაინტერესდა და ამ მიმრთულებით აქტიურად საქმიანობს, როგორც შემსრულებელი და ჰიპ-ჰოპ არტისტი, მოგვიანებით კი პროექტს ბაჩო სვანაძე – მუსიკოსი, პროდიუსერი, ხმის ინჟინერი და ამავე დროს ცნობილი ქართული ჯგუფის, SvanSikh-ის წევრი შეუერთდა.

ნიკო და ნიკიტა: – “თავიდანვე გამოვნახეთ საერთო ენა და მალევე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მუსიკალური პროექტი. Liquid Archive-ის იდეა ბუნებრივად წამოვიდა.  ერთობლივი მუშაობით და პატარა ექსპერიმენტებით საერთო ხედვა ჩამოგვიყალიბდა. პროცესის პარალელურად, მეგობრისგან ჯგუფის ახალი წევრიც გავიცანით. ბაჩომ, როგორც გამოცდილმა მუსიკოსმა, გაიზიარა ჩვენი ხედვა, იდეები და გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა.” 

 Liquid Archive - მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი
Liquid Archive – მუსიკალური კოლექტივი | ფოტო: სალომე ბოჭორიშვილი

Liquid Archive-ის პირველი ერთობლივი ნამუშევარი Glowing Roads იყო, რომელსაც მალევე მოჰყვა ვიდეო რგოლიც: 

“ტრეკის კლიპიც მალევე ნიკიტას სახლში გადავიღეთ, რომელიც მაშინ დამწვარი იყო. ჩვენთვის სიმღერის შინაარსი და ვიზუალური იმიჯი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიდა და საბოლოოდ საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. 

მომდენვო ტრეკის კლიპებსაც მარტივად მივუდექით და საკუთარი რესურსებით გადავიღეთ, (SP DAIS, MUDDY WATERS) რომელიც ჩვენთვის ავთენტური და „ორგანული” გამოვიდა, საერთო ვიზუალურ-მხატვრული ხედვა ამაშიც გამოიხატება.” 

რაც შეეხება Liquid Archive-ის სამომავლო გეგმებს, ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობენ, სადაც მთავარი, მათი თქმით, პროცესში თავისუფლება და არაჟანრული მიდგომაა: 

„არ ვაპირებთ შემოქმედებითად და ჟანრობრივად შეზღუდვას. ჩვენთვის ეს არის კოლექტივი, რომელიც სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აუდიო-ვიზულურ არქივს აგროვებს.” – აღნიშნავენ Liquid Archive-ის წევრები “Billboard საქართველოსთან” საუბარში.

მოუსმინეთ Liquid Archive-ის ტრეკს Glowing Roads:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ელტონ ჯონი პოლიტიკოსებს აივ/შიდსის კვლევების არასათანადო მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს  

შემდეგი სტატია

ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ნატ კინგ კოლისა და ნატალი კოლის სტიპენდიას წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი