ნიუ-იორკი პირველ ქართულ ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

ჯაზ-ფესტივალი, სახელწოდებით Tergi to Hudson Jazz Festival (ჯაზ-ფესტივალი თერგიდან ჰადსონამდე) განსხვავებულ კულტურებს ერთ სცენაზე აერთიანებს.
Tergi to Hudson Jazz Festival
Tergi to Hudson Jazz Festival

დეკემბერში ნიუ-იორკი თავის ისტორიულ მუსიკალურ სივრცეში განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებას იხილავს. 2025 წლის 27 დეკემბერს ქალაქი ქართულ ჯაზ-ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. TERGI TO HUDSON JAZZ FESTIVAL საქართველოში – თერგის და აშშ-ში ჰადსონის მდინარის სახელებიდან იღებს ინსპირაციას, რომელიც სიმბოლურად ორ გეოგრაფიულ მდებარეობას მუსიკით აკავშირებს.

კულტურათშორისი თანამშრომლობის ფესტივალის მიზანია, ამერიკულ აუდიტორიას ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, თუმცა ნაკლებად ცნობილი ქართული ჯაზის სამყარო გააცნოს. დიდი ხნის განმავლობაში გლობალური სცენების ჩრდილქვეშ მყოფი ქართული ჯაზი ნიუ-იორკში სრულიად თანამედროვე იდენტობით – ღრმად ლირიკული, რიტმულად გამბედავი და საუკუნოვანი ფოლკლორული ტრადიციებით წარდგება.

Tergi to Hudson Jazz Festival-ის კონცეფცია არსობრივად კულტურათა იდენტობასა და მუსიკალური ჟანრების შერწყმას ედება საფუძვლად, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მუსიკალური დიალოგს საწყისია.

„ჯაზი ყოველთვის თავისუფლების ენა იყო. ეს ღონისძიება აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ის, როდესაც ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ნიუ-იორკის შემოქმედებით პროცესებს ხვდება.“ – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ღონისძიება სამი ცოცხალი სეტისგან შედგება, სადაც ქართველი არტისტები საავტორო პროექტებებით წარდგებიან. 

არტისტები, რომელთაც ქართული ჯაზი ამერიკულ სცენაზე გააქვთ:

KHONDZI – Perkhuli

Tergi to Hudson Jazz Festival
Tergi to Hudson Jazz Festival

ნიუ-იორკში მცხოვრები საქსაფონისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი Khondzi ცნობილია მისი უნიკალური მიდგომით, რომელიც ჯაზს, ფანკს, ქართულ ფოლკლორს და უძველეს ტრანს რიტმებს აერთიანებს. ბერკლისა და The New School-ის კურსდამთავრებული არტისტი ისეთ სცენებზე გამოდიოდა, როგორებიცაა Winter Jazzfest, Jazz at Lincoln Center, Birdland და მრავალი საერთაშორისო ფესტივალი.

მისი პროექტი Perkhuli ტრადიციული მუსიკალური მემკვიდრეობისა და ექსპერიმენტის სინთეზს წარმოადგენს, მასთან ერთად კი ასევე წარდგებიან: პაპუნა შარიქაძე –  კლავიში,  იონი ბენ გაცო – ბასი,  როი ბენ ბაშატი – გიტარა,  დათუჩა აბულაძე – დრამი.

პაპუნა შარიქაძე – კვინტეტი

Tergi to Hudson Jazz Festival
Tergi to Hudson Jazz Festival

პიანისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებაც ქართულ მუსიკას თანამედროვე ჯაზის ენასთან აკავშირებს. პაპუნა შარიქაძე გამოდიოდა Blue Note-ზე, Birdland-ზე, Umbria Jazz-სა და Tbilisi Jazz Festival-ზე. მუსიკოსმა განათლება ბერკლის უნივერსიტეტში ჯონ პატიტუჩისა და დანილო პერესის ხელმძღვანელობით მიიღო. პაპუნა შარიქაძესთან ერთად კვინტეტში ასევე არიან: Khondzi -საქსოფონი,  იონი ბენ არი – ბასი, როი ბენ ბაშატი – გიტარა, დათუჩა აბულაძე – დრამი.

საბა ჩაჩანიძე –  All or Nothing at All

Tergi to Hudson Jazz Festival

ვოკალისტი საბა ჩაჩანიძე ქართული მრავალხმიანობის და თანამედროვე ჯაზური სტილის შერწყმით არის ცნობილი. ის აქტიურად გამოდის საერთაშორისო სცენებზე, მათ შორის: Carnegie Hall, Vokal Total (ავსტრია), Frankfurt Book Fair. ბოლო დროს გამართული კონცერტით All or Nothing at All საბა ჩაჩანიძე მაიამიში, ნეიპლსში და თბილისში გამოვიდა. მანჰეტენზე კი კონცერტზე მასთან ერთად წარდგებიან:  პაპუნა შარიქაძე – კლავიში,  Khondzi – საქსაფონი, იონი ბენ გაცო – ბასი, როი ბენ ბაშატი –  გიტარა და დათუჩა აბულაძე – დრამი.

ისტორიული ღონისძიება DROM NYC-ში გაიმართება. ეს არის კლუბი, რომელიც მსოფლიო მუსიკალური სცენის და ახალგაზრდა, საერთაშორისო არტისტების მხარდაჭერით არის ცნობილი. 

2025 წლის ჯაზ-ფესტივალი ერთგვარი კულტურული დებიუტია, სადაც ქართულ ჯაზს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, ფესტივალის ფორმატით ამერიკის აუდიტორიის წინაშე წარდგეს. 

Tergi to Hudson Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ჯაზის მოყვარულებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად მსგავს ფესტივალს დაესწრონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ნატ კინგ კოლისა და ნატალი კოლის სტიპენდიას წარადგენს

შემდეგი სტატია

ქრისტინა აგილერამ სადღესასწაულო მუსიკალური შოუ დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

ვოკალური მუსიკის საღამოზე - „ესპანური რიტმები” მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ოპერის ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი წარდგებიან.
მეტი