შონ კომბსის დედა „ნეტფლიქსის” დოკუმენტურ სერიალს სიცრუეში ადანაშაულებს

ფილმის Sean Combs: The Reckoning პრემიერა 2 დეკემბერს შედგა. მისი პროდიუსერია 50 Cent.
Diddy დედასთან, ჯენის კომბსთან ერთად
Jason Kempin/Getty Images for MTV

შონ კომბსის დედა ჯენის კომბსი „ნეტფლიქსის” დოკუმენტურ სერიალში Sean Combs: The Reckoning ასახულ ფაქტებს აპროტესტებს და ფილმს „განზრახ შეცდომაში შემყვანსა” და „შეურაცხმყოფელს” უწოდებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ჯენისი ამბობს, რომ პროდუქტი შეიცავს ცრუ ინფორმაციას მის მიერ რეპერის აღზრდისა და მათი ურთიერთობების შესახებ. 

„ამ განცხადებას ვწერ, რათა შევასწორო ის ტყუილები, რომლებიც ‘ნეტფლიქსის’ Sean Combs: The Reckoning-შია წარმოდგენილი,” – ამბობს კომბსი.  „უზუსტობები, რომლებიც ჩემი ვაჟის, შონის აღზრდასა და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას ეხება, განზრახ არის დაშვებული, რათა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანონ და კიდევ მეტად ავნონ ჩვენს რეპუტაციას.”

იმ ბრალდებებს შორის, რომლებსაც ჯენისი აპროტესტებს, არის მომენტი, როცა Bad Boy Records-ის ყოფილი ხელმძღვანელი კირკ ბაროუზი ფილმში ამტკიცებს, რომ კომბსმა დედას სილა გააწნა City College-ის 1991 წლის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯენისი ამ ბრალდებას სიცრუესა და აღმაშფოთებელს უწოდებს. 

„ეს ძალიან სამწუხარო დღე იყო ყველა ჩვენგანისთვის,” – ამბობს ჯენისი. „ბაროუზისგან ამ ტრაგედიის გამოყენება და მასში ყალბი ნარატივის ჩართვა იმ მიზნით, რომ გადაფაროს თავისი უწინდელი წარუმატებლობა და ამჟამინდელი მცდელობა, მოიპოვოს ის, რაც არასდროს ეკუთვნოდა – Bad Boy Records – არასწორია.”

ჯენის კომბსი ასევე გამოეხმაურა სერიალში მისი მშობლობის წარმოჩენას და უარყო ძალადობის ბრალდება. „ფილმში მე წარმოჩენილი ვარ, როგორც მოძალადე მშობელი. ეს არ არის სიმართლე. მე შონი სიყვარულითა და შრომით გავზარდე და არა ძალადობით… შონი ყოველთვის შრომისმოყვარე, მიზანდასახული იყო და არასდროს სჯერდებოდა მიღწეულს.”

Sean Combs: The Reckoning-ის პრემიერა 2 დეკემბერს „ნეტფლიქსზე” შედგა. ფილმის პროდიუსერი 50 Cent-ია. 

ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი ასახავს რეპერის აღზევებასა და დაცემას, რომელსაც პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ოქტომბერში ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საპასუხო განცხადება გაავრცელა „ნეტფლიქსმაც”, რომელმაც საკუთარი პროდუქტი დაიცვა: „ეს არც დისკრედიტაციის მცდელობაა და არც შურისძიება. კერტის ჯექსონი აღმასრულებელი პროდიუსერია, მაგრამ ის არ ფლობს შემოქმედებით კონტროლს. არავის მიუღია თანხა მონაწილეობის სანაცვლოდ.”

ჯენის კომბსი კი თავის განცხადებას პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნით ასრულებს: „მოვითხოვ, რომ საჯაროდ მოხდეს აღნიშნული სიმახინჯეების, სიცრუისა და შეცდომაში შემყვანი განცხადებების უარყოფა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lil Baby 2025 წლის 13 მაისი ნიუ იორკი DOMINIK BINDL/THE HOLLYWOOD REPORTER

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

დოლი პარტონი და მაილი საირუსი გრემის ყოველწლიურ 61-ე დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კევინ უინტერი / Getty Images The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი