კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

Lil Baby-მ, Luke Combs-მა და სხვა არტისტებმა ახალი სიმღერები გამოაქვეყნეს
Lil Baby 2025 წლის 13 მაისი ნიუ იორკი DOMINIK BINDL/THE HOLLYWOOD REPORTER
Lil Baby 2025 წლის 13 მაისი ნიუ იორკი DOMINIK BINDL/THE HOLLYWOOD REPORTER

ამ კვირაში მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე ბევრი ახალი ნამუშევარი გამოქვეყნდა.  ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რეპერმა Lil Baby-მ ახალი  მიქსთეიფი The Leaks გამოუშვა, მასზე ასევე მუშაობდნენ Playboi Carti, Lil Yachty, Young Thug, G Herbo და სხვები. პროექტი Lil Baby-ს 31-ე დაბადების დღეზე გამოვიდა და მასში რჩეულ კომპოზიციებთან ერთად აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკიც შედის.

კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა Luke Combs-იც, სახელწოდებით Giving Her Away, თუმცა ეს ამ კვირის ერთადერთი სინგლი არაა, ახალი ნამუშევარი ასევე გამოაქვეყნა GloRilla-მ, სახელწოდებით – March. 2025 წელს აღმოჩენილმა ვარსკვლავებმა Alex Warren-მა და Gigi Perez-მა კი დუეტი შექმნეს სიმღერაზე Eternity.

გარდა ამისა, Disclosure-მა ითანამშრომლა Leon Thomas-თან კოლაბორაციისთვის – Deeper.  ამ უკანასკნელმა კი  მომავალი წლის გრემის ექვსი ნომინაცია მოიპოვა.

რაც შეეხება ამ კვირაში გამოსულ ახალ ალბომებს: Lil Baby-ს მიქსთეიფის პარალელურად ასევე გამოვიდა Zac Brown Band-ის მერვე სტუდიური ალბომი Love & Fear,  Ozuna-სა და Beéle-ს ერთობლივი პროექტი Stendhal და Dove Ellis-ის Blizzard.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერის კრიტიკის შემდეგ, თეთრმა სახლმა ICE-ის ვიდეო წაშალა

შემდეგი სტატია

შონ კომბსის დედა „ნეტფლიქსის” დოკუმენტურ სერიალს სიცრუეში ადანაშაულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი