კეიტ უინსლეტმა ემინემის შოკისმომგვრელად ინტიმური თხოვნა გაამხილა

მსახიობი ამტკიცებს, რომ 2024 წლის SNL-ში მონაწილეობისას რეპერმა მას ინტიმური ადგილის გაპარსვაში დახმარება სთხოვა.
კეიტ უინსლეტი გრეჰემ ნორტონის შოუში

ოსკაროსანი მსახიობი კეიტ უინსლეტი გრეჰემ ნორტონის შოუს ესტუმრა, სადაც მან თავისი ტრადიციული უხერხული ისტორიების მოყოლა განაგრძო. ამჯერად მან ემინემის შესახებ აქამდე უცნობი ამბავი გააზიარა, როცა რეპერმა მას ინტიმური ადგილის გაპარსვაში დახმარება სთხოვა. 

უინსლეტმა საუბრისას 2004 წელი გაიხსენა, როცა Saturday Night Live წაიყვანა, რომლის მუსიკალური სტუმარიც ემინემი იყო. მსახიობის თქმით, შოუს წაყვანაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან მისი ეპიზოდი ეშლი სიმპსონის პირის სინქრონის ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ გადიოდა.  

„იმ დროს Finding Neverland-ის პრომოუშენზე ვმუშაობდით და მე და ჯონი დეპს ოთხშაბათის რეპეტიციის გაცდენა მოგვიწია, რადგან ჩიკაგოში უნდა წავსულიყავით ოპრასთან ინტერვიუზე,” – თქვა უინსლეტმა. „და თან ვფიქრობ: ‘ღმერთო ჩემო, ნეტავ, რა იქნება ჩემი გამხსნელი მონოლოგი?’” მისი თქმით, შოუს ცნობილი გადატვირთული კვირა მას ეჭვებს უჩენდა, პროდიუსერები კი ეუბნებოდნენ, რომ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ როგორი იქნებოდა მისი მონოლოგი. 

როგორც აღმოჩნდა, პროდიუსერებს მონოლოგზე წარმოდგენა არც შემდეგ დღეს ჰქონდათ. ამის ნაცვლად, ისინი უინსლეტს ეკითხებოდნენ, შეეძლო თუ არა სიმღერა, ან სტეპის ცეკვა, რაზეც მსახიობისგან დადებითი პასუხი მიიღეს. „საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სულ 24 საათი მქონდა გამხსნელი ნომრის მოსამზადებლად მაშინ, როცა ლაივში ვცეკვავ და ვმღერი სიმპსონის ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ,” – თქვა უინსლეტმა, რის შემდეგაც აქამდე უცნობი ამბის მოყოლა დაიწყო.

„ეს ამბავი არასდროს მომიყოლია. ემინემმა მისი უკანალის გაპარსვა მთხოვა,” – თქვა მსახიობმა. ნორტონი შოკირებული ჩანდა, შემდეგ კი უინსლეტს დააზუსტებინა, საუბარი იყო თუ არა ხელის საპარსზე.

„დიახ და მან მკითხა: ‘უკანალს გამპარსავ?’ მე კი ვუპასუხე: ‘უკაცრავად, არ შემიძლია. პირად გრუმინგს არ ვაკეთებ.’”

სამწუხაროდ, მსახიობს მის პირველ და აქამდე ერთადერთ SNL-ის წამყვანობაზე მეტი ინფორმაცია არ მოუწოდებია და მისი ეპიზოდი არც Peacock-ზეა ხელმისაწვდომი. 

12 დეკემბერს კინოთეატრებში უინსლეტის სარეჟისორო დებიუტი შედგება. Goodbye June საშობაო თემატიკის ფილმია, რომლის სცენარიც მსახიობის ვაჟს, ჯო ანდერსს ეკუთვნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

For a While – სალომე ესაძის და ერეკლე გუჯეჯიანის კომპოზიცია

შემდეგი სტატია

Mountains Are My Church – ნიკ ჰადსონის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი