Mountains Are My Church – ნიკ ჰადსონის ახალი სინგლი

Billboard
10 დეკემბერი, 2025

სიმღერა ხევსურეთსა და მის მითოლოგიას ეძღვნება.

საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსი ნიკ ჰადსონი ახალ სინგლს გამოსცემს. სიმღერა, სახელწოდებით Mountains Are My Church, ხევსურეთსა და მის მითოლოგიას ეძღვნება. მასში მოხსენიებულია ანატორი, ხევსური რაინდები და აბუდელაურის დევი. კომპოზიციას ახლავს ვიდეოკლიპიც, რომელიც სვანეთსა და ხევსურეთშია გადაღებული. 

Mountains Are My Church შესულია ჰადსონის ალბომში On The Eve Of Hope, რომელიც მუსიკოსმა 2025 წლის სექტემბერში გამოსცა. 

„ამ სიმღერის იდეა მშრალ ხიდზე მომივიდა. იქიდან კარგად ჩანს პეიზაჟი, რომელიც, როგორც ვიცი, ასახავს ხვეულ გზას ხევსურეთისკენ, რომელსაც მე ჩემს სულიერ სახლად მივიჩნევ,” – ამბობს მუსიკოსი.  „თავად ვიკვლევ ქართულ წარმართობას და სულ მინდოდა, შემექმნა ჰიმნი საქართველოსთვის იმ ისტორიული შემთხვევების გამოძახილით, როცა ამ წარმართულმა ელემენტებმა ჩვენს თანამედროვე სამყაროში შემოაღწია – იმ იმედით, რომ ეს კვლავაც მოხდება და ისინი შეეწინააღმდეგებიან უფრო დამანგრეველ ენერგიებს, რომლებიც დღევანდელ სამყაროში დომინირებენ.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰადსონი თავის შემოქმედებას საქართველოსა და, კონკრეტულად, ხევსურეთს უძღვნის. გასულ წელს მან გამოსცა სიმღერა სახელწოდებით „ხევსურეთი”, ასევე ალბომი Kanda Teenage Honey, რომელიც სწორედ საქართველოს ლანდშაფტების შთაგონებით შეიქმნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეიტ უინსლეტმა ემინემის შოკისმომგვრელად ინტიმური თხოვნა გაამხილა

შემდეგი სტატია

Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი