21 Savage-მა Future-ს საჯარო ბოდიში მოუხადა

21-მა თავისი ზოგიერთი კომენტარიც წაშალა, რომელიც, სავარუდოდ, Future-ს ეხებოდა.
Future და 21 Savage. 2019 წლის 16 იანვარი. ატლანტა.
PRINCE WILLIAMS/GETTY IMAGES

კვირის დასაწყისში გაჩნდა ვარაუდი, რომ 21 Savage და Future ერთმანეთს X-ზე დუპირისპირდნენ, მაგრამ Savage-მა სიტუაცია განმუხტა და რეპერს საჯაროდ მოუხადა ბოდიში. 

21 Savage-მა პოსტში აღნიშნა, რომ საჯარო დაპირისპირებამდე მას Future-თან პირადად უნდა ესაუბრა. Future-მა ბოდიში მიიღო და უპასუხა: „შენ ჩემი პატარა ძმა ხარ, ყოველთვის.”

საერთო მეგობარმა, Big Bank-მა, შემდეგ FaceTime-ით ჩართო რეპერები და ვიდეოზარის დროს მათი სიცილის კადრი გამოაქვეყნა. 21-მა თავისი ზოგიერთი კომენტარიც წაშალა, რომელიც, სავარუდოდ, Future-ს ეხებოდა.

ჯერ კიდევ უცნობია, რა იყო დაძაბულობის ძირითადი მიზეზი Savage-სა და Future-ს შორის, მაგრამ მათ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნეს და ძველი უთანხმოება დაივიწყეს. წარსულში 21 და Future თანამშრომლობდნენ ისეთ ტრეკებზე, როგორებიცაა X და What’s Up With That. 

ამის გარდა, 21 Savage ცდილობს, სხვა რეპერების, Young Thug-ისა და Gunna-ს კონფლიქტიც მოაგვაროს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay-ს კამერის სკანდალის მთავარი გმირი დუმილს არღვევს

შემდეგი სტატია

პრისცილა პრესლი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი