წინანდლის ფესტივალის 2026 წლის სეზონის თარიღები ცნობილია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს ტრადიციულად წინანდლის ისტორიული მამული უმასპინძლებს.
წინანდლის ფესტივალი

რეგიონის მასშტაბით კლასიკური მუსიკის წამყვანი ღონისძიება – წინანდლის ფესტივალი 2026 წლის სეზონის თარიღებს აანონსებს. ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნება და 13 სექტემბერს დაიხურება. ღონისძიებას ტრადიციულად წინანდლის ისტორიული მამული უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა ჯერჯერობით უცნობია.

View this post on Instagram

წინანდლის ფესტივალის იდეა დაკავშირებულია მისი ჩატარების ადგილთან. 2007 წელს Silk Road Group-მა დაიწყო ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმისა და წინანდლის მამულის აღდგენა. მუზეუმისა და მამულის რესტავრაციის დასრულების შემდეგ აღდგენილ სივრცეში გაიმართა კლასიკური მუსიკის პირველი კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“. ამ ღონისძიების შემდეგ წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის რეგულარული ღონისძიებების მასპინძლად იქცა და Silknet-ის მხარდაჭერით რამდენიმე ქართველი და საერთაშორისო მუსიკოსის კონცერტი გაიმართა.

2019 წელს წინანდლის ფესტივალი ოფიციალურად დაფუძნდა. ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა პან-კავკასიური ორკესტრი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდულ მუსიკოსებს აერთიანებს და კლასიკური მუსიკის სცენაზე მეგობრობისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა.

წინანდლის ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება დიდი აუდიტორია, მათ შორის საერთაშორისო პრესა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კლასიკური მუსიკის პროფესიონალები. კონცერტები ასევე გადაიცემა ისეთ გავლენიან პლატფორმაზე, როგორიც არის Medici.tv.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემა სმითის კონცერტი „თათუზა” ჯაზკლუბში

შემდეგი სტატია

გურული სიმღერის ცოცხალი ლეგენდა –  ტრისტან სიხარულიძე და მისი წიგნის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი