კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

ამ კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევრები ბრუნო მარსმა, ზაჩ ბრაიანმა The Kid LAROI‑მ და სხვა ვარსკვლავებმა გამოაქვეყნეს.
ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC
ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი.
CHRISTOPHER POLK/PMC

ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც 2026 წელი დადგა, თუმცა მუსიკის ზოგიერთი ვარსკვლავი უკვე აქტიურად გამოჩნდა სცენაზე. ბრუნო მარსი ახალი ნამუშევრით I Just Might დაბრუნდა, რომელიც ათი წლის შემდეგ მისი პირველი სოლო ალბომის – The Romantic-ის წამყვანი სინგლია. თავად ალბომის გამოსვლა 27 თებერვალს იგეგმება და მასში ცხრა სიმღერა იქნება გაერთიანებული. ალბომის მხარდამჭერი ტურნე კი გაზაფხულზე დაიწყება, სადაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები იქნებიან: ლეონ ტომასი, ვიქტორია მონე, RAYE და Anderson .Paak.  სინგლი I Just Might ოფიციალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა, რომლის რეჟისორებიც თავად ბრუნო მარსი და დანიელ რამოსი არიან.

ზაჩ ბრაიანმა ახალი ალბომი With Heaven on Top წარადგინა, რომელიც 2024 წლის The Great American Bar Scene-ის გაგრძელებაა. ახალი 25-ტრეკიანი ალბომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმღერა Bad News არის, რომელმაც გასულ წელს დიდი პოპულარობა ტექსტში მოხსენიებული ICE-ის საემიგრაციო რეიდების გამო მოიპოვა.

ზაჩ ბრაიანის ქანთრი-სტილში შესრულებული სიმღერებია ასევე: ლუკ კომბსის – Sleepless in a Hotel Room, ჯეისონ ალდინის  – Her Favorite Color და ერიკ ჩერჩის ახალი ცოცხალი შესრულება Hell Of A View.

მიმდინარე კვირაში ახალი ალბომი წარადგინა The Kid LAROI-მ, სახელწოდებით Before I Forget. ალბომი მოიცავს კოლაბორაციებს არტისტებთან: Lithe, Clara La San და Andrew Aged. პოპ ჟანრში უახლესი სინგლი Robyn-მაც გამოუშვა – Talk to Me. სხვა ახალ რელიზებს შორის არის ასევე: Mumford & Sons-ის ახალი კოლაბორაცია The Banjo Song და Yung Bleu-ის 16 სიმღერისგან შემდგარი ალბომი Therapy. ასევე, Carín León-მა და Xavi-მ გამოუშვეს ახალი დუეტი, სახელწოდებით La Morrita.

კვირის ახალი R&B რელიზებიდან აღსანიშნავია Ari Lennox-ის Twin Flame, Jill Scott-ის დრამატული Pressha და SAULT-ის ალბომი Chapter 1. ახალი სიმღერები გაჩნდა ჰიპ-ჰოპის ჟანრშიც, მათ შორის A$AP Rocky-ს Punk Rocky, IDK & Pusha T-ის ,,Life 4 a Life” და Chief Keef-ის Harry Potter.

ახალი მუსიკალური ნამუშევრების გამოჩენასთან ერთად  Hot 100-იდან ნელ-ნელა ქრებიან სადღესასწაულო სინგლები და გზა ეთმობა სწრაფად მზარდ ჰიტებს, როგორცაა ელა ლენგლის Choosin’Texas, რომელმაც 10 იანვრის რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიმ კარდაშიანმა საახალწლოდ კანიე უესტის Yeezy-ს ჩექმები მოირგო და აღნიშნა, რომ მისი დიზაინი საუკეთესოა

შემდეგი სტატია

Mamaflex-ის მუსიკალური პერფორმანსი Mono Hall-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი