KPop Demon Hunters-ის ჰიტმა Golden YouTube-ზე  მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ვიდეომ ამ ნიშნულს შვიდ თვეზე ნაკლებ დროში მიაღწია.
KPop Demon Hunters NETFLIX
KPop Demon Hunters NETFLIX

ხშირად სიმღერებს YouTube-ზე მილიარდი ნახვის დაგროვებისთვის წლები, ზოგჯერ კი ათ წელზე მეტიც სჭირდებათ, თუმცა ეს ნამდვილად არ ეხება სიმღერას Golden, რომელიც  KPop Demon Hunters-ის გამორჩეული მეგაჰიტია.

სიმღერას EJAE, Audrey Nuna და REI AMI ასრულებენ, გამოგონილი გოგონათა ჯგუფ HUNTR/X-ის წევრები, რომელთაც შვიდ თვეზე ნაკლებ დროში Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბეს. ეს  KPop Demon Hunters-ის პირველი ტრეკია, რომელმაც ივნისში ფილმის Netflix-ზე გამოსვლის შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ YouTube-ის მონაცემებით, სიმღერები: Soda Pop, Your Idol, How It’s Done, TAKEDOWN, What It Sounds Like და Free ასევე აქტიურად მიიწევენ წინ აშშ-სა და გლობალურ ჩარტებში.

Golden ამ კვირაში მხოლოდ YouTube-ის „მილიარდ ნახვათა კლუბში“ დიდი მიღწევით არ შემოიფარგლა,  სიმღერამ 11 იანვარს Golden Globe Awards-ზე  საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ჯილდოც მოიპოვა. ტრეკმა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე რვა კვირა გაატარა და  Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო სიმღერების სიაში ლიდერად დასახელდა.

„ეს ოცნების ახდენაა, ვიყო იმ სიმღერის ნაწილი, რომელიც სხვა გოგოებს, ბიჭებს და ყველა ასაკის ადამიანს  სირთულეების გამკლავებაში ეხმარება, რათა მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც თავად არიან. ეს ჯილდო იმ ადამიანებს ეძღვნება, ვისაც ცხოვრებაში კარები დაუხურეს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: არასდროსაა გვიან, რომ იბრწყინო, რადგან შენ ამისთვის დაიბადე.” –  თქვა EJAE-მ, სიმღერის თანაავტორმა, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნახეთ Golden-ის მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

LIZI GOZALISHVILI

ლიზი გოზალიშვილის პირველი კონცერტი ქართულ აუდიტორიასთან  

შემდეგი სტატია

J. Cole David Peters

J. Cole ახალი ალბომის – The Fall-Of-ის გამოსვლის თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი