2026 წლის Super Bowl-ს Green Day გახსნის

ჯგუფი თამაშისწინა გასართობ პროგრამაზე დაუკრავს.
Green Day-ს ბილი ჯო არმსტრონგი
PAUL BERGEN/REDFERNS

წლევანდელი Super Bowl-ის ღონისძიებებს Green Day გახსნის „მათი საკულტო როკჰიმნებით,” – განაცხადა NFL-მა კვირას, 18 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს შოუს ყურება მოუწევს იმისთვის, რომ გაიგოს, თუ რას შეასრულებს ბენდი, პანკ-როკ ტრიოს ჰიტების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. მათი რეპერტუარი მოიცავს პერიოდს 1990-იანებიდან დღემდე და იწყება სენსაციური სინგლით Basket Case – 1994 წლის ალბომიდან Dookie.

ღონისძიების გახსნის ცერემონია, რომელიც Super Bowl-ის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს მის საუკეთესო მოთამაშეებს, 8 თებერვალს სანტა-კლარაში, კალიფორნიაში გაიმართება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

„სუპერ აღტაცებულები ვართ, რომ Super Bowl 60-ს ჩვენს ეზოში გავხსნით!” – წერს ბილი ჯო არმსტრონგი განცხადებაში, რომელიც NFL-მა გაავრცელა. „პატივია, ვუმასპინძლოთ საუკეთესო მოთამაშეებს, რომლებმაც ამ თამაშის ფორმირება მოახდინეს და გავხსნათ ღონისძიება ფანებისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო. მოდი, გავერთოთ და ვიხმაუროთ!”

„Super Bowl-ის 60-წლიანი ისტორიის Green Day-სთან ერთად აღვნიშვნა მათსავე მშობლიურ ქალაქში, მაშინ, როცა ასევე პატივს მივაგებთ NFL-ის ლეგენდებს, რომლებმაც ეს სპორტი განსაზღვრეს, ძალიან ძლიერი გზაა მე-60 Super Bowl-ის დასაწყებად,” – ამბობს ტიმ ტუბიტო, NFL-ის უფროსი დირექტორი. „გახსნის ამ ცერემონიისთვის NBC Sports-თან ერთად ვმუშაობთ და ერთი სული გვაქვს, შევქმნათ კოლექტიური ზეიმი ფანებისთვის სტადიონსა და მსოფლიოს გარშემო.”

Green Day-ის შესრულება Super Bowl-ის გახსნის ცერემონიაზე წინ უსწრებს NFL-ის მიერ მანამდე გამოცხადებულ თამაშისწინა გასართობ პროგრამას. თამაშის დაწყებამდე ჩარლი პუთი ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს, ბრენდი კარლაილი America the Beautiful-ს, ხოლო კოკო ჯონსი Lift Every Voice and Sing-ს იმღერებს.

წლევანდელი Halftime Show-ს ჰედლაინერი Bad Bunny-ა. პუერტო-რიკოელმა ვარსკვლავმა და Apple Music-მა პარასკევს თიზერი გამოაქვეყნეს და მაყურებელს დაპირდნენ, რომ „მსოფლიო იცეკვებს.” ბანის Debi Tirar Mas Fotos გასული წლის Billboard 200-ში ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ალბომის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნე კი უკვე ხსნის რეკორდებს: რვათვიანი ტურნეს პირველ 12 შოუზე გაყიდული 697 000 ბილეთიდან შემოსულმა თანხამ 107 მილიონი დოლარი შეადგინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

შემდეგი სტატია

Bad Bunny-მ შოუზე პატივი მიაგო გარდაცვლილ მომღერალს და აქტივისტს – ვიქტორ ჯარას

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი