Bad Bunny-მ შოუზე პატივი მიაგო გარდაცვლილ მომღერალს და აქტივისტს – ვიქტორ ჯარას

ასევე გაეცანით ლათინური მუსიკის სხვა სიახლეებს.
Bad Bunny
ERIC ROJAS

Bad Bunny 2026 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სანტიაგოს ლეგენდარულ Estadio Nacional-ის სტადიონზე გამოვიდა. 11 იანვარს გამართულ შოუზე არტისტმა პატივი მიაგო ვიქტორ ჯარას – ჩილელ ფოლკმომღერალსა და აქტივისტს, რომელიც 1973 წელს, ავგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს მოკლეს. Estadio Nacional-ის სტადიონი პინოჩეტის რეჟიმის დროს მსჯავრდებულთა დატყვევების და წამების ცენტრად გამოიყენებოდა. Bad Bunny-ს ბენდის ერთ-ერთმა მუსიკოსმა მანდოლინაზე ჯარას საპროტესტო ჰიმნის – El Derecho de Vivir en Paz-ის ემოციური ინსტრუმენტალური ვერსია შეასრულა. 

ლათინური მუსიკის კიდევ ერთი სიახლე მექსიკური წარმომავლობის 21 წლის არტისტს – Xavi-ს უკავშირდება, რომელმაც აშშ-ში ტურნეს მეორე ნაწილი დაიწყო. ტურნე Live Nation-ის მიერ არის მხარდაჭერილი. ვარსკვლავის პოპულარობა და მისი დომინაცია ლათინურ მუსიკაში საგრძნობლად იზრდება. Xavi არაერთ დაჯილდოებაზეა წარდგენილი, მათ შორის არის iHeartRadio Music Awards. 

კიდევ ერთი სიახლე Latin Grammy Foundation-ს უკავშირდება, რომელიც ორ ახალ მუსიკალურ სტიპენდიას გამოყოფს. Latin Grammy Cultural Foundation აცხადებს, რომ 2026 წლისთვის დაემატა ორი ახალი სტიპენდია, რომელსაც მხარს უჭერენ Frost School of Music და Gibson Gives. Frost School of Music-ის სტიპენდია უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას 32 000-250 000 დოლარამდე და გაიცემა ერთ სტუდენტზე. Gibson Gives კი სამ სტიპენდიას გასცემს, რომელიც მუსიკალური მიმართულების სტუდენტებისთვის დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის Super Bowl-ს Green Day გახსნის

შემდეგი სტატია

„ტაქსი” – Torcho-მ ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი