ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
ჯეიკობ ალონი
JOHN MARSHALL

შოტლანდიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ის ნომინაციის – „კრიტიკოსთა რჩეულის“ (Critics’ Choice) გამარჯვებული გახდა. ეს პრესტიჟული ჯილდო იმ არტისტებს გადაეცემათ, რომლებიც კარიერის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.

აღნიშნული ნომინაცია 2008 წელს დაარსდა და მისი პირველი მფლობელი ადელი გახდა. სხვადასხვა დროს ჯილდო მიღებული აქვთ: Florence + the Machine-ს (2009), ელ გოლდინგს (2010), სემ სმითს (2014) და სხვა არტისტებს.  

2020 წლიდან ნომინაციას „ამომავალი ვარსკვლავის“ (Rising Star) სახელით იცნობდნენ, თუმცა 2026 წლის ცერემონიისთვის მას ძველი სახელი – „კრიტიკოსთა რჩეული“ დაუბრუნდა. წესების თანახმად,  2025 წლის 31 ოქტომბრისთვის ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტების ტოპ-20-ში არ უნდა იყოს არტისტის ერთზე მეტი სინგლი ან თუნდაც ერთი ალბომი. გამარჯვებულს BRIT-ის აკადემიის 1200 წევრი ირჩევს.

ალონი ჯილდოს 28 თებერვალს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს. ღონისძიება მანჩესტერის Co-op Live-ის სტადიონზე ჩატარდება. დაჯილდოების თითქმის 50-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შოუ ლონდონის ფარგლებს გარეთ გაიმართება.

„დიდი მადლობა კრიტიკოსებს ჩემი შემოქმედების დაფასებისთვის! შოტლანდიის იმ პატარა ქალაქში, სადაც გავიზარდე, ხშირად ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ოცნებებს საზღვარი აქვს. ამიტომ, ასეთი მოვლენის ნაწილად ყოფნა მაგრძნობინებს, თითქოს ცაში დავფრინავ,“ – განაცხადა მომღერალმა.

ალონის სადებიუტო ალბომმა – In Limerence, რომელიც 2025 წლის მაისში გამოვიდა, კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერი წარდგენილი იყო Mercury Prize-ზე და ასევე მოხვდა Billboard U.K.-ის 2025 წლის საუკეთესო ალბომების სიაში.

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში, სახელწოდებით Rocket Hour, არტისტი ასე შეაქო: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული!“

Billboard U.K.-სთან ინტერვიუში 24 წლის მომღერალმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც მოზარდობისას გადაიტანა, მათ შორის საკუთარი იდენტობის მიღებასა და პერიოდზე, როდესაც თითქმის უსახლკაროდ იყო დარჩენილი. სწორედ ამ გამოცდილებამ მოახდინა გავლენა ალბომის – In Limerence-ის სიმღერებზე. „ვამაყობ საკუთარი თავით, რომ არასდროს დავნებებულვარ. რთულია არსებობა სამყაროში, სადაც ამდენი ტკივილია,“ – აღნიშნა არტისტმა.

დაჯილდოების ცერემონიას მეექვსედ გაუძღვება კომიკოსი ჯეკ უაითჰოლი. ნომინანტებისა და სხვა შემსრულებლების სრული სია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოდის ცნობილი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი

Vaqo-ს 12 ალბომი ერთ დღეში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი