Vaqo-ს 12 ალბომი ერთ დღეში 

Vaqo / Vakhtang Kantaria-მ 17 იანვარს მსმენელს 12 ალბომი და მასში შესული 127 სიმღერა წარუდგინა.
VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი
VAQO – ვახტანგ ქანთარია
ფოტო: გიო მაჭავარიანი

ქართველი არტისტი ვახტანგ ქანთარია, სასცენო სახელით  Vaqo, ახალ მუსიკალურ რელიზებს აქვეყნებს, თუმცა მისი ნამუშევარი არა ერთი სიმღერა, Ep ან ალბომია, არამედ ერთდროულად 12 ალბომი, ჯამში 127 სიმღერა – 505 წუთიანი მუსიკა, რომელსაც თან მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის შეჯამება ახლავს.

2022–2023 წლების ალბომების, „სარმანიშვილისკარის“ და „შელოცვების“ შემდეგ, ავტორი ღიად საუბრობს შემოქმედებით დაღმასვლაზე: „ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვჯობდი“.

მუსიკისგან დროებით გარიდება, გაქცევა სოფელში, მიტოვებული სახლის აღდგენა, ფიზიკური შრომა და სოციალური ქსელებისგან განტვირთვა თითქოს ჰარმონიის ძიება იყო, თუმცა ეს სიმშვიდე მალევე ისევ მუსიკით დაირღვა.

დაბრუნება თითქოს შემთხვევით გადაწყდა, მსმენელების თხოვნით, ქუჩაში შემხვედრი ადამიანების გულწრფელი კითხვებით. იდეა სერიად იქცა და დაანონსებული ხუთი ალბომის ნაცვლად  საბოლოოდ თორმეტი ალბომი მივიღეთ:

„ეს არ იყო ტყუილი  – ეს იყო შემოქმედებითი ინფლაცია. ხუთი ალბომი იყო გეგმა. თორმეტი  –  შედეგი იმისა, რომ გეგმა არ მუშაობდა.”  – წერს Vaqo.

ამ ციკლში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ალბომებია: „გუგუნი ოდა“, „ბავშვებს ეშინიათ სიკვდილის“, „ბედნიერება“, „პეპლების სასაფლაო“, „1 მილიონი მილიონერი ქართველი“, „შეშლილები“, „პეპლების სასაფლაო (Demos / Outtakes / Unreleased Songs)“, „მშვენიერი“, Chinka Pankebi (Demos / Outtakes / Unreleased Songs), „სინთეზატორია“ და „1000 შეცდომა“.

„გუგუნი ოდას” ჩაწერისას თითქოს სამშობლომ მიხმო… არა იმ სამშობლომ, შვილების მჭამელი რომაა, არამედ კეთილმა სამშობლომ, ჩუმად რომ გინახავს თბილ მიწას, ჯერ სახლისთვის, შემდეგ საფლავისთვის. დავიწე ახალ ჩანაწერებზე მუშაობა, საკუთარ წარმოსახვაში მოვისმინე. ურიგო არ უნდა ყოფილიყო. „გუგუნი ოდა” ფსევდო ფოლკია – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის (ინდიელების, ამერიკელების, აზიელების, კავკასიელების). არ მსურდა ეროვნული პათეტიკა ან ტრადიციული ნაკვთების მექანიკური გაფერადება (როგორც ფოლკ მეტალში ან ეთნო ჯაზში ხდება), რადგან მუსიკა-მექანიკა დიდ განრიდებას იწვევს ჩემში”. – ამბობს Vaqo.

აღსანიშნავია, რომ ყველა ალბომი სრულად ავტორის სახსრებით ჩაიწერა.

„ალბომი „პეპლების სასაფლაო“ მრავალი მიზეზით დაიწერა… ტექსტები უკიდურესად პირდაპირია, გულწრფელი, ალალი – როგორც დანა სხეულში… ჯამში? ეს არის ჩემს თვალწინ გაუფასურებულ ოჯახურ ფასეულობებზე, სიყვარულის ფასეულობების გაფუჭებაზე, იმაზე, თუ როგორ ხმარობენ ადამიანები ერთმანეთს,  უკიდურესად გაფუჭებულ სოციუმზე, ზიზღის გრძნობა მასში დიდია. პეპლების სასაფლაო ჩემთვის აფხაზეთია. როგორც ისინი შეეწირნენ ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლას, ისე ეს პეპლები შეეწირნენ სიყვარულის ერთიანობისთვის ბრძოლას.” – წერს Vaqo საკუთარ ბლოგზე.

ვაქომ თორმეტივე ალბომის შესახებ საკუთარ ბლოგზე ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად განიხილავს თითოეული მათგანის კონცეფციას და იდეას, რომელსაც სრულად შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

მისი ისტორია თორმეტი ალბომის ერთდროულ გამოქვეყნებასთან ერთად არ სრულდება. ეს უფრო შემოქმედებითი პროცესის ხმამაღალი ფიქსაციაა, ვიდრე ფინალი. არტისტი ამ ნაბიჯით ერთდროულად წარსულ ეტაპს ასრულებს და ღია კარს ტოვებს მომავლისთვის, სადაც მუსიკა თავის გზას ყოველთვის პოულობს.

მოისმინეთ Vaqo-ს ახალი რელიზები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

შემდეგი სტატია

თბილისი პირველად მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის (FIM) ევროპული ჯგუფის მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი