Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის
Doechii – Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

პროექტ Greatest Pop Star by Year-ის ფარგლებში, Billboard მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რედაქციის მიერ შერჩეულ 2025 წლის 10 საუკეთესო პოპარტისტს გამოაქვეყნებს.

გასულ კვირას უკვე გამოქვეყნდა 2025 წლის საპატიო არტისტები, ასევე წლის დებიუტანტი და წლის დაბრუნების ნომინაციის გამარჯვებულები.

ახლა კი, Billboard-ის სიაში მე-9 ადგილს იკავებს არტისტი, რომელმაც თითქმის ყველა მოლოდინი გაამართლა, რაც პოპმუსიკის მოყვარულებს 2025 წლამდე ჰქონდათ. ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე რეპერი Doechii.

მოუსმინეთ Greatest Pop Stars პოდკასტს, სადაც მის გამორჩეულ სეზონზეა საუბარი.

Doechii-მ 2025 წელს საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც სრულფასოვანმა პოპვარსკვლავმა.

2024 წლის აგვისტოში ე.წ. მიქსტეიპის, Alligator Bites Never Heal-ის გამოსვლის შემდეგ, Doechii-მ წლის ბოლოს არაერთ კოლაბორაციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის Tyler, the Creator-ის ალბომ Chromakopia-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ტრეკში Balloon, ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი არტისტმა 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე სამი ნომინაცია მიიღო.

Recording Academy-ს მხრიდან მიღებულმა აღიარებამ, ასევე ორმა ვირუსულად გავრცელებულმა ცოცხალმა შესრულებამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მისი მუსიკის მიმართ, რამაც Doechii-ს ტრეკის, Denial Is a River-ის წარმატებაც განაპირობა.

2025 წელს, იანვრის შუა რიცხვებში, სიმღერა Denial პირველად მოხვდა Hot 100-ში, მუსიკალური ვიდეოს დახმარებით. ისეთი ვარსკვლავების ეპიზოდური მონაწილეობით, როგორებიც არიან ScHoolboy Q და Zack Fox, Denial-ის კლიპი კლასიკური სიტკომებისა და ტელენოველების პაროდიას წარმოადგენდა და Doechii საკუთარი კინემატოგრაფიული სამყაროს ვარსკვლავად წარმოაჩინა. თებერვალში არტისტმა სიმღერა Denial გრემის სცენაზე წარადგინა, ეს პერფორმანსი კი საღამოს საუკეთესო გამოსვლად დასახელდა, სადაც ქორეოგრაფმა რობი ბლუმ გამორჩეული შესრულებისთვის Primetime Emmy-ც კი მიიღო.

Doechii-მ 2025 წლის გრემის სცენა სრულად დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ წლის საუკეთესო ახალი არტისტის რვავე ნომინანტს სოლო გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდა, არცერთს არ წარმოუდგენია ისეთი სეტი, როგორიც Doechii-მ. ცერემონიის შემდეგ კვირაში, Alligator Bites-ის გაყიდვების მიხედვით, სიმღერა Denial ტოპ 40-ში შევიდა, ხოლო Nissan Altima Hot 100-ში პირველად მოხვდა.

გარდა გრემის სცენის სრულად დაპყრობისა, Doechii-მ კიდევ ერთი გამარჯვებაც მოიპოვა – Alligator Bites-ისთვის საუკეთესო რეპალბომის გრემი მიიღო. ემოციური სამადლობელი სიტყვა კი არტისტმა ფერადკანიან გოგონებს მიუძღვნა.

„არ მისცეთ არავის უფლება, სტერეოტიპებით გესაუბრონ, გითხრან, რომ აქ თქვენი ადგილი არ არის, რომ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი, ან ზედმეტად დრამატული ხართ. თქვენ ზუსტად ის ხართ, ვინც უნდა იყოთ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ხართ, და მე ამის ცოცხალი დასტური ვარ!“ – თქვა მან სცენიდან.

შოუს ეთერში გასვლისთანავე Doechii-მ გამარჯვება სიმღერით Nosebleeds  აღნიშნა, რომელიც იმ ზაფხულს მისი სეტების განუყოფელ ნაწილად იქცა. თვის დასასრულს კი BLACKPINK-ის JENNIE-სთან ერთად გამოუშვა ენერგიული ტრეკი ExtraL, რომელიც Doechii-ს კარიერაში Hot Dance/Pop Songs ჩარტში ყველაზე მაღალ პოზიციაზე (N6) მოხვდა.

მარტში Billboard-მა Doechii წლის ქალად დაასახელა, რითაც იგი მეორე ქალი რეპერი გახდა Cardi B-ის შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე Doechii-მ გამოაქვეყნა სიმღერა, რომელიც მისი კარიერის ყველაზე დიდ Hot 100 ჰიტად იქცა.

სიმღერა Anxiety თავდაპირველად 2019 წელს ჩაიწერა და თავად Doechii-მ YouTube-ზე დამოუკიდებლად გაავრცელა. აღნიშნული ტრეკი Gotye-სა და Kimbra-ს 2011 წლის საკულტო ჰიტის, Somebody That I Used to Know-ს  ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. 

2023 წელს Sleepy Hallow-მ Doechii-ს 2019 წლის დემო ვერსია საკუთარი ამავე სახელწოდების სიმღერისთვის დასემპლა და Doechii ოფიციალურადაც მოიხსენია, ამან კი 2025 წლის დასაწყისში ტრეკის ხელახალი პოპულარობა გამოიწვია.

სიმღერის წარმატებას  TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებულმა ცეკვამაც შეუწყო ხელი, რომელიც The Fresh Prince of Bel-Air-ის ერთ-ერთი სცენით იყო შთაგონებული (სადაც Will Smith და Tatyana Ali გამოჩნდნენ), შედეგად, Anxiety Hot 100-ის მე-9 პოზიციაზე გავიდა, ეს კი Doechii-ს კარიერაში ჩარტის ტოპ-10-ში პირველი გარღვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ Anxiety მისი გამორჩეული სიმღერაა, ტრეკმა გულშემატკივრებს შორის გარკვეული დაპირისპირებაც გამოიწვია. თავად Doechii-მაც კი დროებით ამოიღო ის ზოგიერთი ფესტივალის სეტიდან. თუმცა ტრეკმა პოპულარობა მაინც მოიპოვა და 2026 წლის გრემიზე Anexiety ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში.

Monica Schipper/Getty Images

Glastonbury-სა და All Things Go NYC-ზე გამართული ენერგიული სეტების გარდა, Doechii Lollapalooza-ზეც გამოვიდა, სადაც ოფიციალურად დააანონსა საკუთარი ჰედლაინ ტური – Live from the Swamp Tour. კონცერტები აშშ-სა და კანადის დიდ ქალაქებს მოიცავდა.

ტურნეს განმავლობაში სცენაზე მას მოცეკვავეებად უმცროსი  ტყუპი დები უმშვენებდნენ გვერდს, მისი პარტნიორი კი DJ Miss Milan იყო, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე წარდგნენ Ravyn Lenae და Julia Fox.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფესტივალო სეზონის პარალელურად Doechii რამდენიმე დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ივნისში BET Awards-ზე მან საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტის ჯილდო მოიპოვა, რაც მისი პირველი გამარჯვება იყო ამ ცერემონიაზე. სამადლობელ სიტყვაში არტისტმა  ICE და დონალდ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა. სექტემბერში კი MTV Video Music Awards-ზე სიმღერა Anxiety-სთვის პირველი ორი Moonperson მიიღო: საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოს და საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიებში.

2025 წლის დასასრულს Doechii-მ უკვე მომდევნო წლისთვის დაიწყო მზადება. არტისტმა კენდრიკ ლამარის რეკორდული Grand National ტურნეს ავსტრალიურ ნაწილში ორი კონცერტი გახსნა. Billboard-მა ის 2025 წლის Hottest Female Rapper-თა შორის მეორე ადგილზე დაასახელა. 30 დეკემბერს Doechii-მ SZA-სთან ერთად გამოუშვა ტრეკი Girl, Get Up.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Doechii-ს მიერ ჯერ კიდევ 2024 წელს დაანონსებული ალბომი ჯერ კიდევ არ გამოსულა.

მოუსმინეთ Greatest Pop Stars-ის პოდკასტს და დაელოდეთ სიახლეებს, სადაც  N8 პოზიციაზე მყოფი არტისტის შესახებ სულ მალე შეიტყობთ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

შემდეგი სტატია

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი