ვიქტორია ბეკჰემის ძველი ჰიტი ბრუკლინ ბეკჰემის განცხადების შემდეგ ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზეა

19 იანვარს სოციალურ ქსელში ვიქტორიას ვაჟმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ოჯახთან შერიგებას არ აპირებს.
ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety
ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety

ბრუკლინ ბეკჰემის სკანდალური ინსტაგრამ სთორის  შემდეგ, ვითარებას შესაძლოა გარკვეული პოზიტიური მხარეც ახლდეს, ვიქტორია ბეკჰემის დიდი ხნის დავიწყებული ჰიტი  Not Such an Innocent Girl  ჩარტებში ტრიუმფით დაბრუნდა.

Official Charts Company-ს მიხედვით, სიმღერის გაყიდვები და სტრიმინგები წინა კვირასთან შედარებით 19,615%-ით გაიზარდა. ტრეკი პირველ ადგილზეა როგორც Official Singles Sales Chart-ში, ასევე Official Download Chart-ში. თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიმღერა Official Singles Chart-ის ტოპ 100-ში შევიდეს, რადგან ეს ჩარტი გაყიდვებსა და სტრიმინგებს აერთიანებს. 23 იანვრის მონაცემებით, ამ  ჩარტის ლიდერი ამჯერად Dave-ისა და Tems-ის სიმღერა Raindance-ია.

Not Such an Innocent Girl თავდაპირველად 2001 წელს Official Singles Chart-ში მე-6 ადგილზე მოხვდა. ეს იყო ვიქტორია ბეკჰემისთვის ერთ-ერთი იმ ოთხი სოლო ტოპ-10 ჰიტიდან, რომლებიც Spice Girls-ის დაშლის შემდეგ, 2000 წელს, ტოპ 10-ში შევიდა.

31 წლის ბრუკლინ ბეკჰემმა, რომელსაც ამჟამად ბრუკლინ პელც ბეკჰემად მოიხსენიებენ, 19 იანვარს ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის საკუთარ ცნობილ მშობლებსა და და-ძმებს ჩამოშორდა.

„წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები კონფიდენციალურად დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ აგრძელებენ პრესასთან საუბარს, რის გამოც არჩევანი არ დამიტოვეს, გარდა იმისა, რომ საკუთარი სახელით მესაუბრა და მეთქვა სიმართლე იმ ტყუილების შესახებ, რომელიც პრესაში ვრცელდება.  არ მსურს ჩემს ოჯახთან შერიგება. არავინ მაკონტროლებს, ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავს ვიცავ“. –  დაწერა ბრუკლინმა.

შემდეგ კი დაამატა: „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მშობლები პრესაში ჩვენი ოჯახის შესახებ ინფორმაციას აკონტროლებდნენ. სოციალურ მედიაში დადგმული პოსტები, საჯარო ოჯახური ღონისძიებები და მოჩვენებითი ურთიერთობები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ბოლო პერიოდში საკუთარი თვალით ვიხილე, თუ რამდენად შორს მიდიან ისინი, რათა მედიაში უამრავი სიცრუე გაავრცელონ, ხშირად უდანაშაულო ადამიანების გამოყენებით საკუთარ იმიჯს ინარჩუნებენ, თუმცა მჯერა, რომ სიმართლე არასდროს დაიმალება.”

განცხადებაში ბრუკლინი ასევე ამტკიცებს, რომ მისი მშობლები ცდილობდნენ, მასსა და მის მეუღლეს, ნიკოლა პელცს შორის ჩამდგარიყვნენ. მისი თქმით, დედამისმა „ნიკოლას კაბის შეკერვა ბოლო წუთს გააუქმა,“ ხოლო მათი საქორწილო პირველი ცეკვის ცერემონიაში ჩაერია და ყველას თვალწინ შეუფერებლად იცეკვა მასთან.

ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბეკჰემი, როგორც ჩანს, ამ განცხადებას კვირის დასაწყისში ირიბად გამოეხმაურა, როდესაც ბავშვებში სოციალური მედიის გამოყენების როლზე ჰკითხეს. ბეკჰემმა აღნიშნა: „სოციალური მედია სწორი მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, ბავშვებს შეცდომები მოსდით, თუმცა ისინი ასე სწავლობენ. სწორედ ამას ვცდილობ, რომ ჩემს შვილებსაც ვასწავლო.” – აღნიშნა დევიდ ბეკჰემმა.

მანამდე Billboard-მა კომენტარისთვის ვიქტორიასა და დევიდ ბეკჰემების წარმომადგენლებსაც მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

შემდეგი სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი