„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

პროექტს „საქართველოს მუსიკის ექსპორტი” Sound City Liverpool-თან, „დიაცთან”, Keychange-სა და PRS Foundation-თან თანამშრომლობით ახორცოელებს.

„საქართველოს მუსიკის ექსპორტი”, Sound City Liverpool, „დიაცი”, Keychange და PRS Foundation ერთობლივ საერთაშორისო პროექტს იწყებენ. „ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში” მასშტაბური ინიციატივაა, რომლის მიზანია, გააძლიეროს ქალი მუსიკოსებისა და მენეჯერების პროფესიული უნარები და კარიერული შესაძლებლობები. ქართველი მონაწილეების გარდა, პროექტი ხელმისაწვდომია მეზობელი ქვეყნების: სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსებისთვის. 

პროექტი მოიცავს ექვს ონლაინ ვორკშოპს, რომლებსაც ქართული და ბრიტანული მუსიკის ინდუსტრიის პროფესიონალები გამართავენ. ვორკშოპები მიეძღვნება ისეთ თემებს, როგორებიცაა: მუსიკალური მენეჯმენტი, ექსპორტის სტრატეგიები, უფლებები და ჰონორარები, DEIA-ს, Keychange პროგრამის გაცნობა და დამოუკიდებელი არტისტებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.

ვორკშოფების პარალელურად, პროგრამა ქართველ მონაწილეებს უნიკალურ კარიერულ შესაძლებლობას სთავაზობს: მაისში სპეციალური ჟიური ერთ ქართველ მუსიკოსსა და მენეჯერს შეარჩევს, რომლებიც ბრიტანეთის წამყვან შოუქეის ფესტივალ Sound City Liverpool-ში მიიღებენ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს მათი საერთაშორისო ხილვადობის გაზრდასა და კარიერულ წინსვლას. 

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 23 იანვარს დაიწყება.

ინიციატივა ბრიტანეთის საბჭოს Connections Through Culture გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

რებეკა ეირესი, Liverpool Sound City-ს გენერალური დირექტორი:

„ძალიან გვიხარია, რომ  2026 წლის Sound City-ზე საქართველოდან საერთაშორისო არტისტსა და სპიკერს  ვმასპინძლობთ. Sound City ახალი მუსიკის გულშემატკივარია და ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო მუსიკის აღმოსაჩენად ყველაზე მრავალფეროვანი გარემოები უნდა ვეძებოთ. და სად შევძლებდით ამას უკეთ, თუ არა ამ რეგიონში. Keychange-სა და PRS Foundation-თან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ ნიჭიერი ქალები და გენდერულად მრავალფეროვანი მუსიკოსები და პროფესიონალები და მათ ლივერპულში, მუსიკის მსოფლიო დედაქალაქში ვუმასპინძლოთ.”

მარიამ ყარალაშვილი-ლაან, „საქართველოს მუსიკის ექსპორტი”:

„ძალიან სასიხარულოა, რომ „საქართველოს მუსიკის ექსპორტს” პირველი საერთაშორისო პროექტისთვის ასეთი ძლიერი პარტნიორები ჰყავს და მადლობას ვუხდით ბრიტანეთის საბჭოს მათი მხარდაჭერისთვის. ქართულ მუსიკალურ სცენას ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის წარსადგენი და გვჯერა, რომ PRS Foundation-თან,  Keychange-სა და Sound City Liverpool-თან თანამშრომლობით გლობალურ სცენაზე მნიშვნელოვან და გრძელვადიან გავლენას მოვახდენთ. „დიაცთან” ერთად გვსურს, გავაძლიეროთ ქალები მუსიკაში ჩვენი რეგიონის მასშტაბით – შესაძლებლობების განვითარებით, ცოდნის გაზიარებითა და საერთაშორისო ბაზრების გზების გახსნით. მივმართავთ ქალ არტისტებს, რომლებიც საკუთარ მუსიკას ქმნიან, ასევე პროდიუსერებს, დიჯეებსა და არტისტ მენეჯერებს, მონაწილეობა მიიღონ პროექტში.”

ჯო ფრენკლენდი, PRS Foundation-ისა და Keychange-ის აღმასრულებელი დირექტორი:

„მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ ჩვენი პარტნიორი ფესტივალის, Sound City-ისა და ახლად დაარსებული „საქართველოს მუსიკის ექსპორტის” თანამშრომლობას, რომელიც Keychange Leaders-ის კურსდამთავრებულმა მარიამ ყარალაშვილი-ლაანმა დააფუძნა. საერთაშორისო საზღვრებს შორის კავშირების შექმნა ჩვენი კოლექტიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვიხარია, რომ PRS Foundation-ისა და Keychange-ის გამოცდილებას ნიჭიერი ქალების, გენდერულად მრავალფეროვანი კრეატორებისა და პროფესიონალების გაძლიერებას მოვახმართ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში.”

აპლიკაციის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny, Tití Me Preguntó Courtesy Photo

Bad Bunny-ს სიმღერამ Tití Me Preguntó YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety

ვიქტორია ბეკჰემის ძველი ჰიტი ბრუკლინ ბეკჰემის განცხადების შემდეგ ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

Hooverphonic წელს Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო. ჯგუფის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი