Tame Impala-ს End of Summer-მა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერისათვის გრემი მიიღო

End of Summer შესულია ალბომში – Deadbeat, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოიცა.
Tame Impala
JULIAN KLINCEWICZ

Tame Impala-ს ელექტრონულმა ტრეკმა – End of Summer – 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ავსტრალიელ არტისტს ამ კატეგორიაში კონკურენციას უწევდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: Disclosure, Anderson .Paak, Fred again.., Skepta, PlaqueBoyMax, Kaytranada და Skrillex. 

Tame Impala-მ პირველი გრემი 2025 წელს მოიპოვა ტრეკისთვის Neverender. ნამუშევარმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაში. თუმცა 2026 წლის გამარჯვება მისთვის პირველი შემთხვევაა, როცა გრემი სოლო არტისტის სტატუსით მიიღო. აქამდე მას სამი ნომინაცია ჰქონდა საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში. 2026 წელს კი Tame Impala მხოლოდ ერთ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

End of Summer შესულია ალბომში – Deadbeat, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოიცა. Tame Impala-ს კარიერაში ეს პირველი ალბომია, რომელიც ძირითადად ელექტრონულ ჟღერადობაზეა აგებული. მანამდე არტისტს ოთხი სტუდიური ალბომი ჰქონდა გამოცემული. კევინ პარკერის თქმით, Deadbeat შთაგონებულია ავსტრალიური bush doof ელექტრონული სცენით, ხოლო End of Summer ალბომის დასკვნითი კომპოზიციაა.

End of Summer-მა ხუთი კვირა დაჰყო Hot Dance/Electronic Songs ჩარტში, Deadbeat კი Top Dance Albums-ის ჩარტში სამი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny - გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena-ზე, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images The Recording Academy

2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სრული სია

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი