გრეისი აბრამსი შეყვარებულ პოლ მესკალს 30-ე დაბადების დღეს ულოცავს

მომღერალმა ინსტაგრამზე მისი და მესკალის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.
გრეისი აბრამსი
GILBERT FLORES/BILLBOARD

გრეისი აბრამსმა თავის ცნობილ შეყვარებულს, პოლ მესკალს 2 თებერვალს 30 წლის იუბილე მიულოცა და მისდამი სიყვარული საჯაროდ გამოხატა. 26 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე მისი და მესკალის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა. აქამდე წყვილი საკუთარ ურთიერთობას უმეტესად პირად სივრცეში ინახავდა. 

ფოტოების კარუსელი შავ-თეთრი კადრებით იწყება, სადაც აბრამსი და მესკალი ერთმანეთს კოცნიან. შემდეგ ფოტოში ისინი ბეისბოლის თამაშს ესწრებიან. სხვა ფოტოები წყვილის რომანტიკულ მომენტებს ასახავს.

პოსტი რეალურად ორმაგი მილოცვაა როგორც მესკალისთვის, ასევე აბრამსის ბავშვობის მეგობრის, კლემენტინისთვის. აღწერაში ვკითხულობთ: „კლემი, მთელი ჩემი გული ხარ! მიყვარს 2 თებერვალი… დაბადების დღეს გილოცავ. თქვენ ორი იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე ამის სიტყვებით აღწერა შეიძლება. მადლობა, რომ ყველაფერს უკეთესს ხდით.”

კარუსელი ასევე მოიცავს აბრამსისა და კლემენტინის ერთობლივ კადრებსა და კლემენტინის ფოტოებს, რომელიც ტორტზე სანთლებს აქრობს. 

გასულ კვირას რეჟისორმა სემ მენდესმა Beatles-ის ოთხნაწილიანი ბიოგრაფიული ფილმის მსახიობთა შემადგენლობის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, რითაც ცნობილი გახდა, რომ The Beatles – a Four-Film Cinematic Event-ში ახალგაზრდა პოლ მაკარტნის როლს სწორედ მესკალი შეასრულებს. აბრამსი კი, რომელიც რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსის ქალიშვილია, თავისი საეკრანო დებიუტისთვის ემზადება A24-ის მომავალ ფილმში Please, რომლის რეჟისორიც ჰალინა რეინია. ფილმის სიუჟეტი ამ დრომდე უცნობია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შერონ ოსბორნი, ჯეკ ოსბორნი და კელი ოსბორნი გრემის დაჯილდოების წინა გალაზე, 2026 წლის 31 იანვარი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Gilbert Flores/Billboard

შერონ ოსბორნი 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილ პერფორმანსს „მუსიკის ისტორიაში ჩაწერილ მომენტს“ უწოდებს

შემდეგი სტატია

გრემის დაჯილდოების აღმასრულებელი პროდიუსერის თქმით, შერის შეცდომამ ცერემონიას თავისი ხიბლი შესძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი