გრემის დაჯილდოების აღმასრულებელი პროდიუსერის თქმით, შერის შეცდომამ ცერემონიას თავისი ხიბლი შესძინა

შერიმ სცენა გამარჯვებულის გამოცხადების გარეშე დატოვა.
შერი 68-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე.
EMMA MCINTYRE/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

პირველ თებერვალს, ლოს-ანჯელესის Crypto.com Arena-ში გამართულ 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე, ცხოვრებისეული მიღწევებისთვის განკუთვნილი ჯილდოს მისაღებად სცენაზე მოულოდნელად შერი გამოჩნდა. მასვე უნდა გამოეცხადებინა წლის ჩანაწერის ჯილდოს ნომინანტები, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დაავიწყდა და სცენიდან წასვლას აპირებდა: „გმადლობთ! ახლა, როგორც ჩანს, სცენიდან უნდა გავიდე…“ – მიმართა ვარსკვლავმა აუდიტორიას.

ამ მომენტზე გრემის დაჯილდოების აღმასრულებელმა პროდიუსერმა ბენ უინსტონმა ისაუბრა. შერისთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა – მან გამარჯვებულად გარდაცვლილი ლუთერ ვანდროსი გამოაცხადა, მაშინ, როცა სინამდვილეში ჯილდო კენდრიკ ლამარისა და SZA-ს Luther-ისთვის იყო განკუთვნილი. უინსტონმა Rolling Stone-ის Music Now პოდკასტში ამ ნომრისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შერი მომხდარზე განაწყენებული არ ყოფილა.

უინსტონის თქმით, როგორც კი შერი სცენიდან დაიძრა, მან წამყვან ტრევორ ნოას საეთერო გადამცემით შეტყობინება გადასცა და სთხოვა, მომღერალი უკან დაებრუნებინა. კომიკოსიც ასე მოიქცა – მუსიკა ჩაირთო, შერი სცენიდან მიდიოდა, როცა ნოამ მიკროფონში თქვა: „სანამ წახვალ, შერ, იქნებ ნომინანტები მაინც გამოგვიცხადო?“

აღმასრულებელი პროდიუსერის თქმით, შერიმ იცოდა, რა მისიით იყო იქ. „მან ნამდვილად იცოდა, რისთვის იყო მოსული! ყველაფერი ავუხსენით და მითითებებშიც ეწერა, რა უნდა გაეკეთებინა!“ – უთხრა უინსტონმა Rolling Stone-ს და დაამატა, რომ შერის გრემიზე მიწვევა დიდი ხნის სურვილი იყო. „მან წარმოთქვა ძალიან ლამაზი სიტყვა, მაგრამ შემდეგ თითქოს დაავიწყდა, რომ პირდაპირ ეთერში წლის ჩანაწერი უნდა წარედგინა.“

„ვფიქრობ, სწორედ ასეთი მომენტები ქმნის დიდ მუსიკალურ დაჯილდოებებს,“ – თქვა მან. „ეს რომ ოსკარებზე მომხდარიყო, ყველა იტყოდა: ღმერთო! სრული კატასტროფა! მაგრამ ჩვენს შოუში მე ეს ძალიან მომეწონა. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისევ ამას ვისურვებდი. შერი კმაყოფილი იყო, მშვენიერი დრო გაატარა და ძალიან ლამაზი მომენტიც გამოვიდა. ცოტა არეულობაც საჭიროა – როცა ზუსტად არ იცი, რა მოხდება. დღეს ხომ ყველაფერი ზედმეტად განსაზღვრულია.“

თუმცა უინსტონმა აღიარა, რომ ცერემონიას სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებებიც ახლდა. „მგონია, რომ მე თვითონ დავწყევლე,“ – თქვა მან. „ერთი წუთით ჩამოვრჩებოდით გრაფიკს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა… და სწორედ მაშინ გამოჩნდა შერი!“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეისი აბრამსი შეყვარებულ პოლ მესკალს 30-ე დაბადების დღეს ულოცავს

შემდეგი სტატია

გედების დედოფალი: ნინო ანანიაშვილის ამბავი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი