რამდენი ნახვა ჰქონდა Turning Point USA-ს ალტერნატიულ Halftime Show-ს

კონცერტი, სახელწოდებით All-American Halftime Show, Super Bowl-ზე Bad Bunny-ს გამოსვლის წინააღმდეგ მიმართული საპასუხო ქმედება იყო.
Kid Rock-ის შესრულება Turning Point USA-s All-American Halftime Show-ზე
TURNING POINT USA VIA YOUTUBE

ამ კვირას Super Bowl-ის მაყურებელს არა ერთი, არამედ ორი არჩევანი ჰქონდა, თუ რას უყურებდა მატჩის შესვენების დროს: Bad Bunny-ს ოფიციალურ Halftime Show-ს თუ Turning Point USA-ს All-American Halftime Show-ს.

და მიუხედავად იმისა, რომ ბანის გამოსვლას 100 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა – რაც სრულიად შეესაბამება Super Bowl-ის შოუების წარსულ ტენდენციას, მათ შორის ლამარის რეკორდულ 133.5 მილიონ ნახვას – მეორე შოუმაც მნიშვნელოვანი რაოდენობის მაყურებლის მობილიზება მოახერხა. TPUSA-ს კონცერტი ერთგვარი საპასუხო ქმედება იყო NFL-ის მიერ ესპანურენოვანი არტისტის შერჩევაზე. ალტერნატიულ შოუზე წარდგნენ მუსიკოსები: Kid Rock, ბრენტლი გილბერტი, ლი ბრაისი და გები ბარეტი. შოუ ექსკლუზიურად „იუთუბზე” გადაიცემოდა.

და მაინც, რამდენი ნახვა ჰქონდა ალტერნატიულ Halftime Show-ს? გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში „იუთუბზე” მან 19 მილიონი ნახვა დააგროვა. ამავე დროის მონაკვეთში Bad Bunny-ს გამოსვლის ვიდეოს 24 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. 

The New York Times-ის მონაცემებით, ბანის გამოსვლის პარალელურად, All-American Halftime Show-ს პირდაპირ ეთერში 6.1 მილიონი ადამიანი უყურებდა. 

2026 წლის Super Bowl-ის გზა საკმაოდ დაძაბული იყო, და არა მხოლოდ ფინალში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდებისთვის. მას შემდეგ, რაც შოუს სპონსორმა Apple Music-მა ჰედლაინერად Bad Bunny დაასახელა, კონსერვატორებისგან – მათ შორის იყვნენ თავად დონალდ ტრამპი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები – კრიტიკის დიდი ტალღა წამოვიდა. ისინი გადაწყვეტილებას ანტიამერიკულს უწოდებდნენ. 

მიუხედავად ამისა, ექვსი გრემის მფლობელმა არტისტმა – სხვათა შორის, თავადაც ამერიკის მოქალაქემ პუერტო-რიკოდან, რომელიც აშშ-ის არაინკორპორირებული ტერიტორიაა – საკუთარი დრო Levi’s სტადიონზე ეფექტურად გამოიყენა საკუთარი მემკვიდრეობის წარმოსაჩენად და მაყურებლისთვის იმის შესახსენებლად, რომ „ერთად ჩვენ ამერიკელები ვართ” – მესიჯის, რომელიც შოუს ბოლოს ბანის მიერ სცენაზე გამოტანილ ფეხბურთის ბურთზე ეწერა. სიურპრიზი იყო შოუზე ლედი გაგასა და რიკი მარტინის გამოჩენა. კონცერტზე ასევე კამეოები ჰქონდათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან პედრო პასკალი, კეროლ ჯი, ჯესიკა ალბა და ქარდი ბი. 

ნახეთ All-American Halftime Show-ს ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრიუმფალური Super Bowl Halftime Show-თი Bad Bunny-მ მთელი მსოფლიო თავის სახლად გადააქცია: კრიტიკოსების შეფასება

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia გლობალური ჩარტების ლიდერია – გაეცანით Billboard-ის ჩარტების სიახლეებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი