„მგზავრების” სიმღერა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

მოციგურავე ნიკა ეგაძე ინდივიდუალურ, მოკლე პროგრამაში „ვალსის” ფონზე წარდგა.
ნიკა ეგაძე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა სიმღერამ გაიჟღერა. 10 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოკლე პროგრამა წარადგინა. სპორტსმენის გამოსვლას კი ფონად „მგზავრების” 2022 წლის სიმღერა „ვალსი” გასდევდა. 

„ვალსი” შესულია ჯგუფის 2023 წლის ალბომში „კამარა”. მისი ვიდეოკლიპი კი, რომელსაც მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახე აქვს, შემოქმედებითი ინდუსტრიების გლობალური დაჯილდოების, Awards EMEA 2023-ის ნომინანტი გახდა. მას კონკურენციას უწევდნენ ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან ტრევის სკოტი, Daft Punk, The Rolling Stones და სხვები. კლიპის რეჟისორი ლადო კვატანიაა.

„მგზავრების” სიმღერაზე შესრულებული მოკლე პროგრამით ქართველმა მოციგურავემ 85.11 ქულა დაიმსახურა, რითაც ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ამავე წლის იანვარში ნიკა ეგაძე ქვეყნის ისტორიაში ვაჟთა შორის პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ასევე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა. 

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები ორ სახეობაში რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი, მათ შორის რვა – ფიგურულ ციგურაობაში, ორი კი სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობს. 

ნახეთ ნიკა ეგაძის გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia გლობალური ჩარტების ლიდერია – გაეცანით Billboard-ის ჩარტების სიახლეებს

შემდეგი სტატია

კალებ მაკლაფლინი ლუკას სინკლერის როლში, სეიდი სინკი მაქს მეიფილდის როლში, ნოა შნაპი - უილ ბაიერსის როლში და გეიტენ მატარაცო - დასტინ ჰენდერსონის როლში ფილმში Stranger Things სეზონი 5. NETFLIX © 2025

Stranger Things 5-ის საუნდტრეკი Billboard-ის 7 ჩარტის საუკეთესო ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი