Tatuza Jazz Club-ში თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავი ბასისტი – ვინსენ გარსია ორ კონცერტს გამართავს

ვინსენ გარსია სტრიმინგ პლატფორმებზე ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი ბასისტია – მას ასიათასობით გამომწერი და მილიონობით ნახვა აქვს.
ვინსენ გარსია
Tatuza Jazz Club

27 და 28 მარტს Tatuza Jazz Club-ის სცენას ესპანური ჯაზის ცნობილი ვარსკვლავი ვინსენ გარსია დაიკავებს. 

ვინსენ გარსია თანამედროვე ჯაზისა და ფანკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბასისტია და ენერგიული შესრულების სტილითა და თანამედროვე ჟღერადობით ხასიათდება. გარსია მუსიკალურ ოჯახში დაიბადა: მისი დედა ვოკალისტი იყო, მამა კი – ტრომპეტისტი. ხელოვანმა ბასზე დაკვრა სკოლის ბენდში დაიწყო და თვითნასწავლ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. ვინსენ გარსია სტრიმინგ პლატფორმებზე  ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი ბასისტია – მას ასიათასობით გამომწერი და მილიონობით ნახვა აქვს. ის ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება: გამოსულა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Montreux Jazz Festival (შვეიცარია), North Sea Jazz Festival (ნიდერლანდები) და Pori Jazz Festival (ფინეთი).

მისმა სადებიუტო ალბომმა – Ventura განსაკუთრებულად დადებითი  გამოხმაურება დაიმსახურა. არტისტმა მეორე ალბომი – Vivace 2026 წლის იანვარში წარადგინა. ალბომის გამოცემის შემდეგ კი მან მსოფლიო ტურნე დაიწყო, რომელიც ყველა კონტინენტს მოიცავს.

Tatuza Jazz Club-ში ვინსენ გარსია ორ საღამოს გამართავს. დაანონსებული მუსიკალური საღამოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. ბილეთების შესაძენას ეწვიეთ tkt.ge-ს ვებ-გვერდს. 

მოუსმინეთ ვინსენ გარსიას უახლეს ალბომს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამელი ლანსის მუსიკალური საღამო თბილისში

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი „დისნეიში” ბრუნდება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი