ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ავტოგრაფიანი ბიბლიისა და შესაბამისი კალმისტრის ფოტო გამოაქვეყნა.
ნიკი მინაჟი და დონალდ ტრამპი Trump Accounts Summit-ზე
WIN MCNAMEE/GETTY IMAGES

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპისგან მიღებულ საჩუქარს აზიარებს. 43 წლის რეპერმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბიბლიის ფოტო გამოაქვეყნა. 

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია,” – წერს მუსიკოსი.

ბიბლიის ხელმოწერილ, სავიზიტო გამოცემას ტყავის გარეკანი აქვს, რომელზეც ამერიკის დროშაა გამოსახული. „აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავიზიტო გამოცემა,” – წერია ყდაზე. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ვკითხულობთ: „ღმერთმა დალოცოს ამერიკა.” 

საჩუქარს მოჰყვება საწერკალამიც, რომელზეც ასევე პრეზიდენტის ხელმოწერაა ამოტვიფრული.

მინაჟის პოსტმა გამომწერებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოწვია.

„ერთ-ერთი ყველაზე მკრეხელური საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს,”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. „ბიბლიაზე ხელმოწერა.. უბრალოდ არ არის სწორი,” – აღნიშნავს მეორე.

„შეგიძლია ხელი მოაწერო წიგნს, რომელიც სხვამ დაწერა?”; „ნიკი, ნამდვილად ძალიან მომწონხარ, მაგრამ ეს ძალიან არასწორია ბევრი კუთხით,” – ვკითხულობთ კომენტარებში.

ერთ-ერთმა გამომწერმა მიმიც გააზიარა – პატარა ბიჭის ილუსტრაცია, რომელიც მამას ეკითხება: „თუ ბიბლია გვეუბნება, რომ უნდა დავეხმაროთ ღარიბებს, მივიღოთ უცხოები, განვკურნოთ სნეულები, პატივი ვცეთ სხვებს, არ მოვიტყუოთ, არ ვიმრუშოთ და არ მოვიპაროთ, მაშინ რატომ ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპს?” კარგად ჩაცმული მამა კი პასუხობს: „ო, ბილი, ჩვენ ამ მცნებებს არ ვასრულებთ, ჩვენ ვქადაგებთ მათ.”

კრიტიკასთან ერთად პოსტზე მინაჟის მხარდამჭერი კომენტარებიც გვხვდება: „ღმერთმა დაგლოცოთ შენ და პრეზიდენტი ტრამპი;” „ეს საოცრად ლამაზი საჩუქარია. ნივთი, რომელიც თაობებს გადაეცემა.” 

ერთ-ერთმა ფანმა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო გააზიარა, სადაც ვარდისფერ ტანისამოსში გამოწყობილი ტრამპი და მინაჟი არიან წარმოდგენილი.  „მადლობა, ღმერთო, რომ ნიკის სიმართლისა და სიცოცხლის სწორი გზა დაანახე,” – ვკითხულობთ აღწერაში.

პრეზიდენტის მიერ მინაჟისთვის გაკეთებული საჩუქარი მათი ბოლოდროინდელი უჩვეულო მეგობრობის უახლესი თავია. კვირის დასაწყისში ტრამპმა რეპერი თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს შეაქო და მას მშვენიერი უწოდა.

„რას იტყვით ნიკი მინაჟზე? გვიყვარს ის? მე მიყვარს ნიკი მინაჟი. ის აქ რამდენიმე კვირის წინ იყო. ის ისეთი მშვენიერია. ვუთხარი: ‘ნიკი, შენ მშვენიერი ხარ’. მისი ფრჩხილები ამ სიგრძეა. ვკითხე: ‘ნიკი, ეს ნამდვილია?’ თუმცა მას ამის განხილვა არ სურდა. მაგრამ ისეთი მშვენიერი და დიდებული იყო და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას ყველაფერი ესმის.”

მინაჟმა 16 თებერვალს სოციალურ ქსელში პრეზიდენტის დღე აღნიშნა. მან ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად კაბრიოლეტში ზის და ფულს ითვლის. მუსიკოსი ასევე დაესწრო პრეზიდენტის მიერ გამართულ მსოფლიო თავისუფლების ფორუმს, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო პანელზე Owning the Culture: The Business of Music in a Creator-Led Economy.

რეპერი ტრამპს პირველად იანვარში Trump Accounts Summit-ზე შეხვდა, სადაც მის გვერდით იდგა და საკუთარ თავს პრეზიდენტის No. 1 ფანი უწოდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში მინაჟი ღიად საუბრობს ტრამპის მხარდაჭერაზე. კეტი მილერის პოდკასტში სტუმრობისას მან თქვა, რომ იმ კრიტიკამ, რომელსაც ტრამპი აწყდება, მას მოტივაცია მისცა, კიდევ უფრო ხმამაღლა დაეცვა იგი.

ნახეთ ნიკი მინაჟის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლამინ იამალმა ფანებს მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის ფრაგმენტი გაუზიარა

შემდეგი სტატია

Mother on Mondays-ის პირველი და ამ დრომდე დაკარგულად მიჩნეული ალბომი ოფიციალურად გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი