Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომიდან ახალი კომპოზიცია წარადგინეს

ტრეკი, სახელწოდებით Melancholic Theme, უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
Kordz – Melancholic Theme

2026 წლის ივნისში Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას კოლაბორაციული ალბომი – FIND ME გამოვა. ცოტა ხნის წინ არტისტებმა ალბომიდან რიგით მეოთხე ტრეკი, Melancholic Theme გამოუშვეს. კომპოზიცია უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. სინგლის გარეკანის დიზაინზე Nikakoi-მ იმუშავა.

FIND ME ხელოვანი დედა-შვილის – ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და თამრიკო კორძაიას ერთობლივი ალბომია და მათ პირად ჩანაწერს წარმოადგენს, რომელზეც არტისტები ერთ წელზე მეტია, მუშაობენ.

ალბომი Prrrrrrr Records-თან თანამშრომლობით ჩაიწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მექსიკაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო Kali Uchis-ის კონცერტი გაუქმდა

შემდეგი სტატია

2026 წლის Billboard Women in Music-ზე ტეიანა ტეილორი, ტეიტ მაკრეი, ელა ლანგლი და სხვა მუსიკოსები დაჯილდოვდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი