Bedford Falls-მა ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სინგლი წარადგინა

ბენდმა სიმღერა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გმოაქვეყნა.
Bedford Falls
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Bedford Falls-მა ახალი სიმღერა – VICI VICI VICI წარადგინა. ბენდმა სინგლი ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოაქვეყნა. სიმღერა Bedford Falls-ის მომავალი ალბომის, Lazy Bones-ის ნაწილია. 

Lazy Bones ჯგუფმა 2025 წელს დააანონსა. მას შემდეგ ჯგუფი ალბომიდან სინგლებს მსმენელს პერიოდულად უზიარებს. Lazy Bones-ს ლეიბლი Stockton Records გამოსცემს.  

2025 წლის დეკემბერში Bedford Falls ჟურნალ Billboard Georgia-ს რედაქტორის წარდგენით გლობალურ Billboard-ზე მოხვდა. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ჟურნალის მეშვეობით, ქართული ჯგუფი მრავალმილიონიან აუდიტორიას გაეცნო. სტატიაში ბენდის წევრებმა Lazy Bones-ის კონცეფციაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ალბომი 2025 წლის ემოციური ანარეკლია და გამოხატავს ერთი მხრივ უიმედობის განცდას და იმავდროულად, რთულ პერიოდში სიყვარულის შენარჩუნების მცდელობას. 

Bedford Falls 2014 წელს შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექვოკალი) და მიგრო (ბასი). შექმნისთანავე ჯგუფმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა.

ბენდის სახელწოდება შთაგონებულია ფრენკ კაპრას საკულტო ფილმით It’s a Wonderful Life, რომლის მოქმედებაც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ამ ქალაქის იდეა ჯგუფის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგან Bedford Falls არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

შემდეგი სტატია

ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი