IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns
ბრიუს დიკინსონი – Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი.
Per Ole Hagen/Redferns

Universal Pictures International (UPI) სრულმეტრაჟიან ფილმს – Iron Maiden: Burning Ambition აანონსებს, რომელიც ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდალური მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50 წლიან მოგზაურობას“ აღწერს. ფილმის შემქმნელებს უპრეცედენტო წვდომა ჰქონდათ მუსიკოსების ოფიციალურ არქივებთან.

დოკუმენტური ფილმი კინოთეატრებში 7 მაისიდან გამოვა. მასში წარმოდგენილია ინტერვიუები ბენდის წევრებთან და ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის  ხავიერ ბარდემთან, Metallica-ს დრამერ ლარს ულრიხთან და Public Enemy-ს წევრ ჩაკ დისთან.

მალკოლმ ვენვილის (Churchill at War)  რეჟისორობით და დომინიკ ფრიმენის (Spirits in the Forest – A Depeche Mode Film) პროდიუსერობით შექმნილი ფილმი ბენდის შეუვალ ხედვასა და მსოფლიო გულშემატკივართა არმიასთან ურყევ კავშირზე გვიყვება.

პროექტის პოსტერისთვის მთავარ ილუსტრაციაზე ესპანელმა არტისტმა ალბერტო Akirant კირანტესმა იმუშავა. მას ასევე შექნილი აქვს Iron Maiden-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტის დიზაინი, რომელიც  Royal Mint-მა 2025 წელს ჯგუფის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად გამოუშვა.

Iron Maiden 1975 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა და დღეს თავისი ჟანრის გიგანტად ითვლება. ჯგუფის ანგარიშზეა 17 სტუდიური ალბომი, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი და 64 ქვეყანაში ჩატარებული 2 500-ზე მეტი კონცერტი.

2021 წლის სექტემბერში ჯგუფმა Billboard 200-ის ჩარტში თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია, როდესაც ალბომმა Senjutsu მესამე ადგილი დაიკავა. მანამდე ვეტერანი ჰარდ-როკ ბენდი მეოთხე ადგილზე ორჯერ იმყოფებოდა ალბომებით:  The Book of Souls (2015 წელს) და The Final Frontier (2010 წელს). Senjutsu  Iron Maiden-ის მე-15 ალბომი გახდა, რომელიც საუკეთესო ორმოცეულში შევიდა (1982 წლის The Number of the Beast-ის შემდეგ).

დოკუმენტური ფილმი ჯგუფის ორწლიანი Run For Your Lives მსოფლიო ტურნეს პარალელურად გამოვა. ტურნე კიდევ უფრო გაფართოვდა 11 ივლისს ინგლისში დაგეგმილი EddFest-ით, რომელიც წელს მსოფლიო მასშტაბით გასამართი 50-ზე მეტი შოუდან ერთ-ერთია.  კონცერტების სერია ასევე მოიცავს ჰედლაინ გამოსვლებს ლუისვილში, Louder Than Life-ის ფესტივალზე და Hellfest-ზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელი განსაკუთრებით დატვირთულია Iron Maiden-ზე შექმნილი დოკუმენტური პროექტებით. ამ ზაფხულს Cleopatra Entertainment-ის მეშვეობით კიდევ ერთი ფილმი გამოვა ბენდის ადრეული ვოკალისტის, პოლ დი’ანოს ცხოვრების  შესახებ. ფილმის,  Di’Anno: Iron Maiden’s Lost Singer-ის რეჟისორი უეს ორშოსკია (Lemmy), გადაღებები ინგლისში, ხორვატიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში მიმდინარეობდა.  რეჟისორმა მუშაობა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და 66 წლის პოლ დი’ანოს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls-მა ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სინგლი წარადგინა

შემდეგი სტატია

მარტის თვის პროგრამა Tatuza Jazz Club-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი