Radiohead-ის გიტარისტის, ედ ო’ბრაიენის თქმით, ჯგუფი 2027 წელს კონცერტებს კვლავ გამართავს

ამჟამინდელი გეგმით, ტურნე 2027 წელს დაიწყება და ის ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და აზიას მოიცავს. თარიღები და ზუსტი ლოკაციები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ო’ბრაიენის თქმით, ეს სრულმასშტაბიანი დაბრუნება იქნება.
Radiohead 2012 წლის Coachella-ს ფესტივალზე
KEVIN WINTER/GETTY IMAGES FOR COACHELLA

2025 წელს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში გამართული 20-კონცერტიანი ტურნეს შემდეგ, Radiohead 2027 წლისთვის კიდევ 20 კონცერტს გეგმავს. 

„ეს ნამდვილი ამბავია,“ – განუცხადა ედ ო’ბრაიენმა Rolling Stone-ს ჯგუფის ახალი გეგმის შესახებ, რომელიც წელიწადში 20 კონცერტის ჩატარებას გულისხმობს. „ჩვენი ჩანაფიქრი ასეთია:  სხვადასხვა კონტინენტს ვესტუმრებით და 20 კონცერტს გავმართავთ. არც მეტს, არც ნაკლებს“.

ამჟამინდელი გეგმით, ტურნე 2027 წელს დაიწყება და ის ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და აზიას მოიცავს. თარიღები და ზუსტი ლოკაციები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ო’ბრაიენის თქმით, ეს სრულმასშტაბიანი დაბრუნება იქნება.

„გვინდა, ყოველ საღამოზე მაქსიმუმი გავიღოთ. არ გვსურს, ისეთი შეგრძნება გვქონდეს, თითქოს ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებთ ან ძალაგამოცლილები ვართ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. და იცით, რა? აღარც ისეთი ახალგაზრდები ვართ,” – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

ტემპის შენელება ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ ო’ბრაიენის სიტყვებს იმის შესახებ, რომ 1990 წლიდან 2018 წლამდე – სანამ ჯგუფი ტურნეებს შეწყვეტდა და ხანგრძლივ პაუზას აიღებდა – ტურნეებზე უდიდესი რესურსი დაიხარჯა.  „ეს იყო თითქმის შეუჩერებელი პროცესი. ის მთლიანად გითრევს, მოითხოვს შენს სრულ ყურადღებას და გარკვეულწილად დამოკიდებულებასაც იწვევს. თუმცა, ეს სულაც არ არის ჯანსაღი, რადგან უბრალოდ აგრძელებ, აგრძელებ და აგრძელებ. როცა ჩერდები, წარსულის აჩრდილები მოულოდნელად გეწევიან“.

მიუხედავად იმისა, რომ Radiohead-ის წევრები ძველი მეგობრები არიან, რომლებმაც ერთმანეთი თინეიჯერობისას გაიცნეს და შეძლეს არა მხოლოდ ერთად დარჩენა, არამედ განვითარება და თავიანთი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თანამედროვე როკჯგუფად ქცევა, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ შარშანდელი კონცერტები დასჭირდა იმის გასახსენებლად, თუ რამდენად განსაკუთრებულია მათი კავშირი. „ეს ტურნე ძალიან ემოციური და ღრმა იყო. ეს ყველამ ვიგრძენით. სცენაზე ერთმანეთს ვუყურებდით და ვფიქრობდით: ეს საოცრებაა. თავს სამყაროს ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის“.

2018 წლის ტურნეს ბოლოს ო’ბრაიენმა პაუზა აიღო. „ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ ეს ყველაფერი სიამოვნებას აღარ მანიჭებდა. ჩემში აღარაფერს იწვევდა და მინდოდა საკუთარი საქმე მეკეთებინა,“ – თქვა მან 2016 წლის ალბომ A Moon-Shaped Pool-ზე მუშაობის შემდეგ. ჯგუფის დანარჩენ წევრებს გასტროლებზე წასვლა სურდათ, ო’ბრაიენი კი თავს იკავებდა. „ტურნეში წასვლა ნამდვილად არ მინდოდა და მათ ეს იცოდნენ. მაგრამ წავედი და მოხარული ვარ, რომ ასე მოვიქეცი. საქმე ბოლომდე მივიყვანე,“ – აღნიშნა მან.

ჩვეულ რიტმში დაბრუნებაში მას სოლო ალბომზე მუშაობაც დაეხმარა. Blue Morpho 22 მაისს გამოვა. ამ პროექტმა საკმარისი დრო მისცა, რომ Radiohead-თან დაბრუნებაზე კვლავ ეფიქრა. ეს ყველაფერი 2024 წელს დაიწყო, როდესაც ის ტომ იორკს, ჯონი გრინვუდს, კოლინ გრინვუდსა და ფილ სელვეის სარეპეტიციო სტუდიაში შეუერთდა, სადაც პირველად დაიწყეს მსჯელობა დაბრუნებაზე.

„საიდან ვიცით, რომ კვლავ კარგები ვიქნებით? – დავსვით კითხვა, თუმცა ქიმია პირველივე წუთიდან იგრძნობოდა. მგონი ყოველთვის ვიცოდით, რომ თუ ჩვენ შორის სიყვარულს შევინარჩუნებდით, დანარჩენი თავისით მოვიდოდა“. თუმცა ამ ეტაპზე ო’ბრაიენს არაფერი უთქვამს ჯგუფის სტუდიაში დაბრუნებასა და A Moon-Shaped Pool-ის მომდევნო ალბომზე მუშაობასთან დაკავშირებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ილია II-ის ცნობილი საგალობლები

შემდეგი სტატია

ნორა ჯონსი გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: RICH POLK/BILLBOARD

ნორა ჯონსი Ray Charles Architect of Sound-ის ჯილდოს მფლობელი გახდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი