მურმან წულაძის ახალი სინგლი – Amerika

ქართველმა არტისტმა ახალი სინგლი, სახელწოდებით Amerika გამოაქვეყნა.

Amerika არტისტისთვის ერთგვარი ემოციური აფეთქებაა, სიმღერა, რომელიც  ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა და თანამედროვე სამყაროს ქაოტურ რიტმს ასახავს.

მურმან წულაძე: 

“ეს სიმღერა ბრიუსელში დავწერე, ხოლო პარიზში ჩემმა ხმის ინჟინერმა, Kevin Heuzé-მ დამიქსა. იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს მიმდინარე მოვლენებს და იმდენმა აბსურდულმა ამბავმა დამატრიგერა, რაც „სტაფილოსფერი ამერიკიდან“ მოდიოდა… სიმღერა სწორედ ამ დეკადანსზეა, სიგიჟის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ შოუ არ ჩერდება, პირიქით, თითქოს დაკუნთულ ამერიკულ ფილმში ვართ და მთავარ როლში რემბოა.

ეს ტრეკი ძალიან სწრაფად, თითქმის ორ საათში დავწერე, იმდენად მჭირდებოდა ამ გიჟური ემოციის გამოხატვა. ამიტომ, მოდით, ვიცეკვოთ, სანამ უცხოპლანეტელები გვესტუმრებიან. სხვათა შორის, როცა მიქსის თანხას ვუგზავნიდი ხმის ინჟინერს და ტრანზაქციას “mix Amerika“დავაწერე, ბანკმა გადარიცხვა დამიბლოკა და ორი კვირის შემდეგ მკითხა, რაიმე კავშირი ხომ არ მქონდა კუბასთან, რაც ერთდროულად სასაცილოც იყო და გამაღიზიანებელიც.“

მუსიკალური პროექტი Murman Tsuladze 2016 წელს ბრიუსელში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ არტისტი საკუთარ უნიკალურ, ავთენტურ შემოქმედებით ხაზს ავითარებს. 

რაც შეეხება არტისტის უახლოეს მუსიკალურ გეგმებს, მაისში მურმან წულაძე 4-სიმღერიან EP-ს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაცაა Firma.

მოისმინეთ მურმან წულაძის ახალი სინგლი Amerika, რომელიც თანამედროვე რეალობას ირონიულ და ენერგიულ მუსიკალურ კონტექსტში წარმოგვიდგენს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

YE-მ ლოს-ანჯელესის სტადიონზე გამართული მეორე კონცერტისას, სცენაზე ლორინ ჰილი და ტრევის სკოტი მიიწვია

შემდეგი სტატია

CHARLI XCX-ის მენეჯმენტი ალბომ WUTHERING HEIGHTS-ის კრედიტებთან დაკავშირებით სქაი ფერეირას ბრალდებებს პასუხობს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი