CHARLI XCX-ის მენეჯმენტი ალბომ WUTHERING HEIGHTS-ის კრედიტებთან დაკავშირებით სქაი ფერეირას ბრალდებებს პასუხობს 

მას შემდეგ, რაც სქაი ფერეირამ განაცხადა, რომ Charli xcx-ის ალბომში Wuthering Heights მისი ძველი დემო-ვერსიები მითითების გარეშე გამოიყენეს, ჩარლის მენეჯმენტის გუნდი სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
Charli xcx
PAUL KOOIKER

4 აპრილს სქაი ფერეირამ ინსტაგრამზე კომენტარი დაუტოვა ერთ-ერთ ფანს, რომელმაც X-ზე მომღერლის 2012 წლის კლიპის – Everything Is Embarrassing-ის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორმა იკითხა: „საინტერესოა, რა არის მისი შემოსავლის წყარო“.

ფერეირა ამ მომხმარებლის ინსტაგრამის გვერდზე გადავიდა და მის ბოლო პოსტზე დაწერა: „წლებია, ტურნეებში დავდივარ. მე ვმუშაობ. არ მინდა, გული დაგწყვიტო, მაგრამ შენი საყვარელი არტისტი ჩემს ძველ სიმღერებს წერს. იმედია, ეს პასუხობს შენს კითხვას“.

მოგვიანებით წაშლილ პოსტში იმავე მომხმარებელმა გამოაქვეყნა მიმოწერის სკრინშოტი „ინდუსტრიის წარმომადგენელთან“, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩარლის ალბომიდან Wuthering Heights ორი სიმღერა ფერეირას 2015 და 2018 წლებით დათარიღებული დემოებიდან იყო აღებული.  ფერეირამ მას ინსტაგრამის კომენტარებშივე უპასუხა: „შენი წყარო ცდება. ახლოსაა, მაგრამ მაინც ცდება. ამაზე დავა არ ღირს, რადგან ვიცი, როგორ მუშაობს ეს სამყარო“.

აღსანიშნავია, რომ ფერეირა მითითებულია, როგორც მოწვეული არტისტი, თანაავტორი და ვოკალის პროდიუსერი სიმღერაში Eyes of the World. 

დიალოგი გაგრძელდა და ფერეირამ კომენტარებში დაამატა: „არაფრის თქმას არ ვაპირებდი. ამან ბევრი ისეთი რამ გამახსენა, რისი დავიწყებისთვისაც ბევრი ვიშრომე“.

ჩარლის ამ ბრალდებებზე ჯერჯერობით  პასუხი არ გაუცია. მისი გუნდი ადასტურებს, რომ ის ამჟამად კიოტოში იმყოფება, სადაც ფილმში მონაწილეობს და პარალელურად ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობას ასრულებს. 

კომენტარის თხოვნის საპასუხოდ, მისმა მენეჯმენტმა Billboard-ს შემდეგი განცხადება გაუზიარა:

„ჩარლის შვიდი ალბომი, ოთხი მიქსტეიპი და ერთი EP აქვს გამოშვებული და თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი სიმღერა დაუწერია სხვა არტისტებისთვის. მისი გზა დაიწყო სიმღერით I Love It და მისი ნამუშევრები მრავალმა შემსრულებლმა ჩაწერა. მას აქვს საავტორო უფლებებზე მოლაპარაკებების პირადი გამოცდილება, რის გამოც ყოველთვის სამართლიანად და ჯეროვნად მიუთითებს ავტორებს და დიდ პატივს სცემს კოლაბორაციებს.

ალბომ Wuthering Heights-ის გამოშვებამდე, რამდენიმე ტრეკმა, მათ შორის ადრეული სესიებიდან აღებული მასალის ფრაგმენტებმა  სტანდარტული გადამოწმების პროცესი გაიარა. მასში ჩართულნი იყვნენ მენეჯერები, იურისტები, არტისტები და პროდიუსერები; ასევე მოხდა საარქივო მასალებისა და დემო-ჩანაწერების საფუძვლიანი შესწავლა.

მან ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიარა კონსულტაცია და ალბომის გამოშვებამდე ის ყველამ სრულად მოისმინა. სიმღერების ავტორობა და წილების განაწილება ერთობლივად, წერილობითი ფორმით განისაზღვრა და შეთანხმდა, დოკუმენტებით დადასტურებული ვადების  გათვალისწინებით. ალბომის გამოშვებამდე, ყველა კრედიტი საბოლოოდ დადასტურდა და ოფიციალურად დამტკიცდა შესაბამისი მხარეების მიერ“.

Billboard-მა კომენტარისთვის ფერეირასაც მიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მურმან წულაძის ახალი სინგლი – Amerika

შემდეგი სტატია

გიორგი ცაგარელის კონცერტი აუდიტორიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი