კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
კეტი პერი
MATT WINKELMEYER/FILMMAGIC

მას შემდეგ, რაც მსახიობმა რუბი როუზმა კეტი პერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, მომღერლის გუნდი ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.

„ბილბორდთან” გაზიარებულ განცხადებაში მომღერლის წარმომადგენელი ამბობს: „ბრალდებები, რომლებიც რუბი როუზის მხრიდან კეტი პერის მიმართ სოციალურ მედიაში ვრცელდება, არა მხოლოდ კატეგორიულად მცდარია, არამედ საშიში და დაუფიქრებელი ტყუილებია.” განცხადებაში ასევე წერია, რომ როუზს მსგავსი ქმედებების კარგად დოკუმენიტირებული ისტორია აქვს, რაც მოიცავს სოციალური მედიის მეშვეობით გაჟღერებულ სერიოზულ ბრალდებებს სხვა პირების მიმართაც, რომლებიც არაერთხელ იქნა უარყოფილი დასახელებული ადამიანების მხრიდან.

მსახიობმა კეტი პერის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გააჟღერა, რაც მომღერალი ჯასტინ ბიბერის კოაჩელას გამოსვლას გამოეხმაურა. პერიმ ყურადღება გაამახვილა შოუს იმ ნაწილზე, სადაც ბიბერმა თავისი ძველი იუთუბ ვიდეოების თანხლებით იმღერა.

როუზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „კეტი პერიმ სექსუალურად იძალადა ჩემზე მელბურნის ღამის კლუბში. ვის აინტერესებს, რას ფიქრობს ის.” მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დამატებითი დეტალების გამჟღავნება სთხოვა, მსახიობმა დაწერა: „როგორც ქალისთვის, უამრავი მიზეზის გამო, ქალის მხრიდან ქალზე ძალადობაზე საუბარი ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე მამაკაც მოძალადეებზე. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.”

„ეს ამბავი საჯაროდაც მაქვს მოყოლილი, მაგრამ შევცვალე, რომ უბრალოდ სიმთვრალის პატარა სახალისო ისტორია გამოსულიყო, რადგან სხვანაირად არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი. მოგვიანებით ის დამთანხმდა, რომ აშშ-ის ვიზის მიღებაში დამეხმარებოდა, ამიტომ საიდუმლოდ შევინახე. მაგრამ მუდმივად გეუბნებოდით, რომ არ იყო კარგი ადამიანი. სანაცვლოდ კი ყველამ მე შემომიტია,” – დაამატა მსახიობმა კომენტარში.

გამოქვეყნებული პოსტების სერიაში როუზი წერდა: „მაშინ ჩემს ადრეულ 20-იან წლებში ვიყავი. ახლა 40-ის ვარ. თითქმის ორი დეკადა დამჭირდა, რომ საჯაროდ მეთქვა. მართალია, მადლობელი ვარ, რომ აქამდე მოვედი და ჩემი ხმა ვიპოვე, თუმცა ეს აჩვენებს, თუ რამხელა გავლენა აქვს ტრავმასა და სექსუალურ ძალადობას. მადლობა, რომ მხედავთ.”

თავდაპირველად როუზმა თქვა, რომ ოფიციალური სარჩელის შეტანით არ იყო დაინტერესებული, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მამაკაცის მხრიდან არაერთი გაუპატიურების საქმეზე არ უჩივლია. მან ასევე თქვა, რომ პერის შეეძლო თავად ეჩივლა ცილისწამებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ის ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ამბავი ნამდვილად მოხდა, რასაც მსახიობის მტკიცებით, არსებული ფოტომასალა და არაერთი მოწმე ადასტურებს.  

თუმცა მოგვიანებით როუზმა აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ პოლიციაში მისვლას აპირებდა. „დღეს პოლიციის განყოფილებაში მივალ და გავარკვევ, თუ შეიძლება ჩემი საქმის გამოძიება. ვხვდები, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია, მაგრამ ბევრი მიზეზია, რომ ვცადო.”

მსახიობმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა მამაც ქალს, რომლებმაც ძალადობის ისტორიები გაასაჯაროეს. 

ვარსკვლავებს შორის დაპირისპირება 2017 წელს დაიწყო, როცა მსახიობმა მიზანში ამოიღო პერი მისი სიმღერის, Swish Swish-ის გამო, რომელიც როუზის მეგობარზე, ტეილორ სვიფტზე თავდასხმად მიიჩნეოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსმა სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა

შემდეგი სტატია

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი