ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
Oliver Tree – All You Ever Wanted
Oliver Tree /YouTube

ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა Oliver Tree-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული. კლიპი შექმნილია სიმღერისთვის – All You Ever Wanted.

სიმღერის ტექსტის, მუსიკის და კლიპის ავტორი თავად არტისტია. „კიდევ ერთი ნულდოლარიანი ბიუჯეტის მუსიკალური ვიდეო. გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს კოსტიუმებზე ქეთათო ნიკოლაძემ იმუშავა.

Oliver Tree კალიფორნიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, რეპერი და რეჟისორია. არტისტმა 2017 წელს, სიმღერა When I’m Down-ის  პოპულარობის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა Atlantic Records-თან, 2020 წლის 17 ივლისს კი სადებიუტო სტუდიური ალბომი Ugly Is Beautiful გამოუშვა. Oliver Tree-მ  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჰიტებით: Life Goes On (2021) და Miss You (2022). 2022 წლის 18 თებერვალს მან მეორე სტუდიური ალბომი Cowboy Tears წარადგინა, ხოლო 2023 წლის 29 სექტემბერს არტისტის მესამე სტუდიური ნამუშევარი –  Alone in a Crowd გამოიცა.

2024 წელს Oliver Tree-მ ალბომ ALONE IN A CROWD-ის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისში კონცერტი გამართა. ეს საქართველოში მისი პირველი შოუ იყო, რომელიც Elektroyard-ში შედგა. აღნიშნულ პერფორმანსამდე არტისტი დაგეგმილ კონცერტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, პოსტის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მუსიკოსისთვის საქართველო კარგად ნაცნობი ქვეყანაა: 

„კონცერტს გავმართავ თბილისში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია მსოფლიოში, საუკეთესო კერძებით. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას,” –  წერდა მაშინ Oliver Tree. 

არტისტმა ამ წარწერას დაურთო ვიდეო, რომელშიც ის სიმღერა Star-ის ფონზე ქართლის დედისკენ მიფრინავს, მკერდზე კი საქართველოს დროშის სიმბოლო უკეთია.

რაც შეეხება კლიპის გადაღების ადგილს, დიდგორის მონუმენტს, ის ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მემორიალური კომპლექსი ეძღვნება საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენას – 1121 წლის დიდგორის ბრძოლას, სადაც მეფე დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკების ლაშქარი დაამარცხა. ბრძოლას ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი” უწოდეს. ქართველების ამ გამარჯვებამ ქვეყნის გათავისუფლებასა და „ოქროს ხანის“ დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი.

კომპლექსი დიდ ტერიტორიას მოიცავს. მის ცენტრში დგას ბორჯღალიანი მონუმენტი, რომლის გარშემოც განლაგებულია ქვის მაღალი ხმლები, სვეტები და ზარები. ყოველ წელს, 12 აგვისტოს, მემორიალურ კომპლექში ქართული სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ იმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

შემდეგი სტატია

Wireless Festival-ის გაუქმების შემდეგ კანიე უესტს შესაძლოა საფრანგეთში გამოსვლაც აეკრძალოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი