ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
Nini Iris
ფოტო: Ian O’Hara

მომღერალმა ნინი აირისმა (Nini Iris) მსმენელს დაანონსებული EP-იდან ქართულენოვანი სინგლი, სახელწოდებით „გისმენ“ წარუდგინა. ნინი აირისის თქმით, ეს ნამუშევარი განსაკუთრებულია იმით, რომ მასში არტისტმა საკუთარი კულტურული ფესვები და ტრადიციული მუსიკალური ელემენტები გააერთიანა.

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა. საბოლოოდ, ეს ოცნება რეალობად იქცა. მადლიერი ვარ იმ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანების, რომლებმაც ეს ჩანაფიქრი გააცოცხლეს,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.

„გისმენ“ Sano Studio-ში ჩაიწერა. პროდაქშენზე გიორგი სანოძემ და მარი შარმანმა იმუშავეს, ვოკალის პროდაქშენზე – დავით გოგოლაშვილმა, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე – ბექა მინაძემ.

ჩანაწერში პერკუსიაზე მერაბ სანოძე უკრავს, ბას-გიტარაზე კი – სანდრო კიკნაძე.

სიმღერას მრავალფეროვან ჟღერადობას სძენს კვარტეტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ბეკო გიორგაძე (პირველი ტენორი), გიორგი არჩვაძე (მეორე ტენორი), დავით გოგოლაშვილი (ბარიტონი) და ილია აბრამია (ბანი). სინგლის გარეკანის ფოტო იან ო ჰარას (Ian O’Hara) ეკუთვნის. 

ნამუშევარი მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია.

Nini Iris ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის არის პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ამერიკულ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალშიც მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

18 აპრილს Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში ტერასის სეზონი იხსნება

შემდეგი სტატია

ჯეი-ჯეი იოჰანსონისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი