MADONNA-ს და PEGGY GOU-ს რემიქსი I FEEL SO FREE 

ახალი რელიზი Madonna-ს ალბომის, Confessions II-ის პირველი ოფიციალური რემიქსია.
Madonna RAFAEL PAVAROTTI
Madonna RAFAEL PAVAROTTI

პოპის დედოფალი და სამხრეთკორეელი სუპერვარსკვლავი DJ Peggy Goy ალბომ Confessions II-ის მთავარი სინგლის, I feel so Free-ს ენერგიული ვერსიის შესაქმნელად გაერთიანდნენ.

ამ ვერსიას 80-იანი წლების ნოსტალგიური ელფერი  დაჰკრავს, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი ბითებით, ხმაურით და სინთ-ბასის ხაზით.

Confessions II Madonna-ს მე-15 სტუდიური ალბომია, რომელიც მისი 2005 წლის კლასიკური ნამუშევრის, Confessions On a Dancefloor-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ამ ალბომმა  2007 წელს საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემი მოიპოვა. აღსანიშნავია რომ ახალ პროექტზე Madonna-ს პირველი ალბომის პროდიუსერი სტიუარტ პრაისი მუშაობდა. 

I Feel So Free-ს ორიგინალი ვერსია, რომელიც 17 აპრილს გამოვიდა, როგორც ჩანს, Confessions II-ის პირველი კომპოზიციაა. რემიქსი კი 14 მაისს, Confessions II-ის სიმღერათა სიის გამოცხადებისთანავე გამოქვეყნდა. ეს ინფორმაცია ე.წ. პარტიზანული მარკეტინგული კამპანიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში სპეციალური პოსტერები გამოჩნდა. ამ პოსტერებზე კი ალბომის სიმღერათა სია ასე გამოიყურება: 

პირველი მხარე:

I Feel So Free

Good for the Soul

One Step Away

Bring Your Love

Danceteria

Read My Lips

მეორე მხარე:

Everything

Love Without Words

Bizarre

School

Fragile

My Sins Are My Savior

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ერთი არხი” – პირველი ქართული მუსიკალური არხი იუთუბზე

შემდეგი სტატია

SZA 2026 წლის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, 2026 წლის 4 მაისი, ნიუ-იორკი. GILBERT FLORES/VARIETY

SZA ანიმაციურ ფილმს – COCOMELON: THE MOVIE-ს გაახმოვანებს ნიკოლას ჰოლტთან, სარა შერმანთან და სხვა მსახიობებთან ერთად

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი