როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
BTS BIGHIT MUSIC
BTS
BIGHIT MUSIC

პოპის დედოფალს –  Shakira-ს და BTS-ს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი  Halftime Show-ს მოსაწყობად მხოლოდ 11 წუთი აქვთ.

Billboard-ის ახალ პოდკასტში Pop Shop Podcast ქეითი და კითი განიხილავენ,  თუ როგორ შეიძლება გადაინაწილოს დრო სამმა სუპერვარსკვლავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, რომელიც 19 ივლისს MetLife Stadium-ზე გაიმართება.

ერთ-ერთი ვერსიით, თითოეულ არტისტს დაახლოებით სამი წუთი ექნება ახალი სიმღერებისა და ყველაზე ცნობილი ჰიტების კრებულის შესასრულებლად, რის შემდეგაც სამივე მათგანი შეუერთდება Shakira-ს ახლახან გამოსული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის Dai Dai-სეულ ვერსიას (სიმღერის თავდაპირველ ვერსიაში Burna Boy-ც მონაწილეობს). 

საბოლოო პასუხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ივლისში გახდება ცნობილი, თუმცა მანამდე ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური განხილვის მოსმენა Billboard-ის Pop Shop Podcast-შია შესაძლებელი.

პოდკასტში ასევე წარმოდგენილია მუსიკალური ჩარტების სიახლეები: ნოა კაჰანი უკვე მესამე კვირაა, Billboard 200-ის ალბომების ჩარტს ლიდერობს ნამუშევრით The Great Divide.

აღსანიშნავია, რომ უკვე ათ წელზე მეტია, რაც როკალბომს პირველ ადგილზე ზედიზედ სამი კვირა არ გაუტარებია. რომელი იყო ბოლო ასეთი შემთხვევა,  ამის გასარკვევად შეგიძლიათ პოდკასტს მოუსმინოთ.

რაც შეეხება Billboard Hot 100-ის სიმღერების ჩარტს, ელა ლენგლი უკვე მეათე კვირაა, პირველ ადგილზეა ჰიტით Choosin’ Texas. პარალელურად, ბრუნო მარსის კომპოზიცია Risk It All საუკეთესო ათეულში ბრუნდება, რაც სიმღერის ესპანურენოვანი ვერსიის გამოშვებამ განაპირობა.

გარდა ამისა, განხილვის თემაა Drake-ის მიერ პარასკევს გამოცემული სამი ახალი ალბომი და მათი შესაძლო გავლენა მომდევნო კვირის ჩარტებზე, ასევე ჰარი სტაილსის ტურნე Together, Together Tour, რომელიც ამსტერდამში პირველი კონცერტით გაიხსნა. 

Billboard-ის პოდკასტი Pop Shop Podcast ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს მუსიკაში, რომელიც Billboard-ის ყოველკვირეულ პოპ-ჩარტებს განიხილავს.

გადაცემაში ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოუსმინოთ აქტუალურ ამბებს, ჩარტების საინტერესო სტატისტიკას, ახალ მუსიკასა და ინტერვიუებს მუსიკალურ ვარსკვლავებთან. პოდკასტს უძღვებიან Billboard-ის ციფრული მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი  ქეითი ატკინსონი და ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების დირექტორი კით კოულფილდი. პოდკასტის  მოსმენა შესაძლებელია Billboard-ის ვებგვერდზე,  Apple Podcasts-სა და სხვა პლატფორმებზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

შემდეგი სტატია

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი