Yellowjackets-ის კონცერტები Tatuza Jazz Club-ში

ლეგენდარული ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 30 და 31 მაისს წარდგება.

30 და 31 მაისს მაისს Tatuza Jazz Club-ში ჯაზ-ფიუჟენის ლეგენდარული ბენდის, Yellowjackets-ის კონცერტები გაიმართება. ჯგუფი, რომელმაც თანამედროვე ჯაზის ჟღერადობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, კარიერის მეხუთე ათწლეულშიც იმავე წარმატებით ქმნის ახალ მუსიკას და მუდმივად ეძებს ახალ მიმართულებებს. მათი ბოლო, რიგით 27-ე ალბომიც Fasten Up სწორედ ამ უწყვეტ მოძრაობასა და განახლებას ასახავს. 

ალბომის სახელწოდება ბასისტ დეინ ალდერსონის კომპოზიციიდან მოდის და ერთგვარი მოწოდება და გაფრთხილებაა იმისა, რომ Yellowjackets სცენაზე კვლავ სრული სისწრაფით ბრუნდება. 

ჯგუფის მუსიკა მუდამ გამოირჩეოდა სხვადასხვა სტილისა და გავლენის შერწყმით, მათ შორისაა ჯაზი, ფიუჟენი, ფანკი და თანამედროვე იმპროვიზაცია. სწორედ მუდმივი ექსპერიმენტები და მუსიკალური ძიება ეხმარება ჯგუფს, ათწლეულების შემდეგაც შეინარჩუნოს აქტუალურობა. 

დღეს ბენდის შემადგენლობაში არიან როგორც დამფუძნებელი, ასევე შედარებით ახალი წევრები: რასელ ფერანტე – კლავიში, გრეიმ ბლევინსი – საქსოფონი, დეინ ალდერსონი – ბასი, უილ კენედი – დრამი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი