ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველადგილოსანი ჰიტის, Drop Dead-ის შემდეგ გამოდის.
ოლივია როდრიგო Adrian Martin
ოლივია როდრიგო
Adrian Martin

ოლივია როდრიგომ ახალი ალბომის, You Seem Pretty Sad for a Girl So in Love-ის გამოსვლამდე, 19 მაისს, მეორე სინგლის – the Cure-ის გამოსვლა დააანონსა. 

გრემის მფლობელმა არტისტმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, სიმღერის ოფიციალური ყდაა. ფოტოზე თავად მომღერალი ვარდისფერ ზედაში ჩანს, ხელები კი წითელ ძაფებში აქვს გახლართული, რომელიც სიმღერის სათაურს გამოსახავს. „The Cure ჩემი საყვარელი სიმღერაა ამ ალბომში და ერთ-ერთი რჩეული მათ შორის, რაც ოდესმე შემიქმნია,“ –  დაწერა ოლივია როდრიგომ სოციალურ ქსელში.

„ერთი სული მაქვს, როდის მოუსმენთ ამ სიმღერას.” – ამბობს მომღერალი და დასძენს, რომ სიმღერა 22 მაისს გამოვა, რაც სიმბოლურად გოთების მსოფლიო დღეს (World Goth Day) ემთხვევა.

სიმღერის სათაური – The Cure, სავარაუდოდ, რობერტ სმიტის ლეგენდარული გოთ-როკ ჯგუფის, The Cure-ის პატივსაცემად არის შერჩეული, რომელიც ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდია. სიმპათია კი ორმხრივია: რობერტ სმიტმა წარსულში საჯაროდ შეაქო ახალგაზრდა არტისტი და გასულ წელს გლასტონბერის ფესტივალზე მის გამოსვლაში მოულოდნელი სტუმრის სტატუსითაც კი წარდგა.

ოლივია როდრიგო ჯგუფ The Cure-ზე მინიშნებას თავისი მომავალი ალბომის წამყვან სინგლში, Drop Dead-შიც აკეთებს, რომლის დებიუტიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე შედგა. „შენ ზეპირად იცი Just Like Heaven-ის ყველა სიტყვა“, – მღერის ოლივია და ხაზს უსვამს ბენდის 1987 წლის ამავე სახელწოდების ჰიტს, რომელმაც თავის დროზე Hot 100-ში მე-40 პოზიციას მიაღწია. 

ოლივია როდრიგოს ახალი ალბომი You Seem Pretty Sad for a Girl So in Love 12 ივნისს გამოვა.

ნახეთ არტისტის ოფიციალური განცხადება ახალი სინგლის, The Cure-ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Yellowjackets-ის კონცერტები Tatuza Jazz Club-ში

შემდეგი სტატია

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი