კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety
კაილი მინოუგი – 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი
John Nacion/Variety

კაილი მინოუგისა და INXS-ის ფრონტმენის, მაიკლ ჰატჩენსის ორწლიანი რომანიდან თითქმის სამი ათწლეული გავიდა. თუმცა, როგორც მომღრალი ამბობს, იმ პერიოდის მოგონებები მისთვის დღესაც ცოცხალია. 

ჟურნალ HELLO!-სთან ინტერვიუში, რომელიც კაილი მინოუგის ახალ, სამნაწილიან Netflix-ის დოკუმენტურ სერიალს, Kylie-ს ეძღვნება, არტისტმა მის ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ გულახდილად ისაუბრა და წარსულის ემოციური მოგონებები გაიხსენა. 

გამოცემის თანახმად, დოკუმენტურ სერიალში ასახულია თითქმის 30 წლის შემდეგ კაილი მინოუგის დაბრუნება ბრიტანეთიდან მის მშობლიურ ავსტრალიაში. მომღერალი მეგობრის მიერ შენახულ ძველ ნივთებს ათვალიერებს და აქამდე უცნობ ფოტოებსა და ვიდეოკადრებს პოულობს. ეს მოგონებები მას მაიკლ ჰატჩენსს ახსენებს, რომელიც 1997 წლის ნოემბერში, სიდნეის სასტუმროში გარდაიცვალა. წყვილი ერთმანეთს 1989-91 წლებში ხვდებოდა და საზოგადოების დიდ ყურადღებასაც იპყრობდა. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა INXS ჯერ კიდევ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პოპ-ჯგუფად ითვლებოდა, ხოლო კაილი მსახიობობიდან (სერიალ Neighbours-ში შარლინ რობინსონის როლით) მუსიკალურ კარიერაში გადასასვლელად ემზადებოდა. 

კაილი მინოუგის ახალ დოკუმენტურ სერიალში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი მის ყოფილ შეყვარებულს, ჯგუფ INXS-ის ლეგენდარულ ფრონტმენს, მაიკლ ჰატჩენსს ეძღვნება.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინტერვიუს დროს კამერის წინ ვიტირე, გავიფიქრე, აი, იწყება… ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მეგონა, ამ თემაზე საუბარი თუ ასე იმოქმედებდა. თუმცა როდესაც მასზე ვფიქრობ და ვსაუბრობ, ხშირად უბრალოდ ფიზიკურად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას და იმ დროზე მეფიქრება.“ – ამბობს კაილი მინოუგი HELLO!-სთან საუბარში. 

გარდა პირადი ტრაგედიის და სევდისა, ფილმი ნათლად აჩვენებს ჰატჩენსის უდიდეს გავლენას კაილის შემოქმედებით ტრანსფორმაციაზე. გამოცემის თანახმად, დოკუმენტური სერიალი დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეუწყო ხელი როკვარსკვლავმა მინოუგის მუსიკალურ კარიერას.

მათმა დაშორებამ კაილი მინოუგი სრულიად გაანადგურა. დოკუმენტური სერიალის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ეპიზოდში ის ამბობს: „ეს ნამდვილად გამორჩეული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და ალბათ მას შემდეგ მსგავსი რაღაცის პოვნას ვცდილობ, თუმცა ვერ შევძელი“.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა საზოგადოების თვალში ხშირად ასოცირდებოდა ხმაურიან, ბოჰემურ ცხოვრების წესთან, კაილი მინოუგმა გადაწყვიტა, დეტალები საიდუმლოდ შეენახა და სივრცე დაეტოვებინა იმ მისტიკისთვის, რომელიც ამ ისტორიას დღემდე ახლავს:

„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ბოლომდე გაამჟღავნებს… არ მგონია, ოდესმე ასეთი თუ გავხდები. ვფიქრობ, საკუთარი ფსიქიკური სიმშვიდისთვის საჭიროა რაღაც ინფორმაციის შენახვა,“ – ამბობს ის. 

დოკუმენტურ სერიალში კაილი მინოუგს პირველად უერთდებიან მისი დიდი ოჯახის წევრები, მათ შორის მისი და, მომღერალი დანი მინოუგი, დედა კეროლი, მამა რონალდი და ძმა ბრენდანი. კაილი ასევე გულახდილად საუბრობს 2002 წელს პოპ-სცენაზე მის დიდ დაბრუნებასა და მკერდის კიბოსთან ბრძოლაზე, რაც მას 36 წლის ასაკში დაუდგინდა. არტისტს ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის გასავლელად დაგეგმილი ტურნესა და გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლის გაუქმება მოუწია.

ბიოგრაფიული პროექტის რეჟისორი ემის და BAFTA-ს პრემიების ლაურეატი მაიკლ ჰარტია (Three Identical Strangers, BECKHAM), ხოლო პროდიუსერი ჯონ ბატსეკის საპროდიუსერო კომპანია Ventureland (WHAM!, The Deepest Breath).

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

შემდეგი სტატია

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი