Bad Bunny და Zara ერთობლივ კოლექციას აანონსებენ

კოლექცია 150 მოდელს აერთიანებს.
Bad Bunny
STILLZ

Bad Bunny და Zara სპეციალურ კოლექციას – Benito Antonio-ს გამოუშვებენ. იდეა პუერტო-რიკოელი არტისტის პირადი სტილითაა შთაგონებული.

კოლექცია მის კრეატიულ დირექტორთან, ჯანთონი ოლივერასთან ერთად შეიქმნა და  150 მოდელს აერთიანებს, მათ შორის – გრაფიკულ მაისურებს, მკვეთრი ფერების შარვლებსა და ქვედაბოლოებს, დიდი ზომის  ყოველდღიურ ტანსაცმელს, კეპებს და სხვა.

„ჩემი მისია იყო, რომ ბენიტოს სტილი ზუსტად ისეთი ფორმით გამეცოცხლებინა, როგორიც ის დღეს არის –  არა შარშანდელი და არა მომავალი წლის, არამედ ახლანდელი,“ –  აღნიშნა ოლივერასმა პრესრელიზში. „მასთან ასეთმა სიახლოვემ აბსოლუტური თავდაჯერება შემმატა: ყოველი ახალი მოდელის შექმნისას ზუსტად წარმოვიდგენდი, როგორ მოირგებდა. როდესაც პირველ ნიმუშებს ხელით შევეხეთ, მივხვდი, რომ მისი კონცეფცია ზუსტად გადმოვეცით. ამ კოლაბორაციაში არის რაღაც ძალიან განსაკუთრებული –  ეს არის ორი განსხვავებული სამყაროს შეხვედრა. Zara გვაძლევს შესაძლებლობას, ეს გლობალურად გავაზიაროთ ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მინდა, ადამიანებმა ისე იგრძნონ თავი, თითქოს სიზმარში შედიან. მინდა მათ გააცნობიერონ, რომ სიმარტივე სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს“.

კოლექციის ვიზუალური იდენტობა არტისტმა კრეატიულ სააგენტო M/M Paris-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ინსპირაციად გამოყენებულია პუერტო-რიკოს ყოველდღიური ცხოვრების დეტალები: ელექტროგადამცემი ბოძები, ქუჩის ინფრასტრუქტურა და ხელნაკეთი ტექსტურები. კრეატიული კამპანიის ფოტოები  STILLZ-მა გადაიღო –  რეჟისორმა და ფოტოგრაფმა, რომელსაც Bad Bunny-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
BAD Bunny-მ Zara-სთან კოლაბორაციაზე პირველად მინიშნება თებერვალში გააკეთა, როდესაც კალიფორნიაში, Super Bowl-ის შოუზე ბრენდის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი სრულიად თეთრი კოსტიუმით გამოვიდა. სულ ახლახან კი, ნიუ-იორკში გამართულ 2026 წლის MET Gala-ზე, მან კვლავ Zara-ს კოსტიუმი ჩაიცვა, რომელიც ბრენდმა სპეციალურად მისთვის შექმნა. 

Bad Bunny
STILLZ

Benito Antonio-ს სახელით დაანონსებული კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება 21 მაისიდან და ის მსოფლიოს მასშტაბით Zara-ს შერჩეულ მაღაზიებსა და ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გაიყიდება. 

იხილეთ კოლექციის ფოტოები:

Bad Bunny
STILLZ
Bad Bunny
STILLZ
Bad Bunny
STILLZ
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

შემდეგი სტატია

„სუხიშვილები – სცენაზე და ფოტოობიექტივში” – გამოფენა წინანდლის მუზეუმში

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი